ეს შეჯამება 12 იანვრის მოვლენებს ეძღვნება …
იგი იანვრის ბოლოდ დავწერე როგორც კი მასალების თავმოყრა დავასრულე და დრო გამომიჩნდა …
ხუმრობა საქმე ხომ არაა …
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებული ნაწარმის პოპულარიზების მოძრაობას შეუერთდა …
და დაიწყო კამპანია თავისებური შტრიხით: “მოითხოვე ქართული” …
პირველად კი შიდა ქართლში 4 წარმოებას ესტუმრა …
ცხადია იქვე ვიყავი მეც და გოგა ჩანადირიც …
რაც ძალიან მეამაყება …
რა თქმა უნდა გეგმაშია სხვა რეგიონების და იქ მყოფი წარმოებების მონახულებაც …
რომ თითოეული ადგილიდან “ხმამაღლა დავიყვიროთ” მოითხოვე ქართული …
ვაღიარებ, მოვლენათა ასეთ განვითარებას ცოტა ხნის უკან ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი …
რატომ?
იმ დღეს რედისონში დიდი პრეზენტაცია შედგა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა, ბნ. გიორგი გახარიამ გაახლებული და ქართული ნაწარმის პოპოულარიზების ელემენტებით გამდიდრებული “აწარმოე საქართველოში” წარმოადგინა – http://gov.ge/atsarmoe/. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო, რომელმაც ჯერ ეს გამოსვლა ჰქონდა.
შემდეგ კი შიდა ქართლში გავეშურეთ …
ჯერ შპს “კამპა”-ს ვესტუმრეთ საგურამოში …
კამპა უგემრიელეს ქართულ წვენებს აწარმოებს …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]
შემდეგ კულას ვესტუმრეთ გორში …
კომპოტები, ტყემლები, მურაბები, წვენები – კულას ასორტიმენტშია ასზე მეტი ნაწარმი …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]
შემდეგ ქარელის ინდუსტრიულ კომპანიას ვესტუმრეთ ქარელში …
ეს კომპანია სხვადასხვა სახის ჩირებს აწარმოებს …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]
შემდეგ კი კონფლიქტის ზონაში, პირობითი საზღვრის სიახლოვეს, სოფელ დვანში ვესტუმრეთ კომპანია დინასტიას, რომელიც ჩურჩხელებს და ტყლაპებს აწარმოებს …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]
რა თქმა უნდა გასვლა ტელევიზიების და საერთო ჯამში 20-ზე მეტი ჟურნალისტის თანხლებით მოხდა. თემა კი აქტიურად გაშუქდა პრაქტიკულად ყველა ტელევიზიაში.
პოსტები პრეზიდენტის FB გვერდიდან 12 და 13 იანვარს:
1. რედისონი: პრეზიდენტის განცხადება კამპანიის დაწყების შესახებ [FB პოსტი]
2. რედისონი: პრეზიდენტის განცხადება კამპანიის დაწყების შესახებ [FB ვიდეო]
3. შიდა ქართლის ვიზიტი [FB პოსტი]
4. “მოითხოვე ქართული” დაიწყო. შიდა ქართლში ვიზიტის ფოტოები [FB პოსტი]
5. შიდა ქართლის 4 წარმოებაში სტუმრობის 7 წუთიანი შემაჯამებელი ვიდეო [FB ვიდეო]
სტატიები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ვებსაიტზებზე:
2017-01-12 – ipn შიდა ქართლში ვიზიტის თაობაზე
2017-01-12 – ipn პრეზიდენტი კამპაში
2017-01-12 – ambebi როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია
2017-01-12 – 1tv პრეზიდენტმა კამპანია „მოითხოვე ქართული“ დაიწყო
2017-01-12 – imedi პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო
2017-01-13 – ambebi რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია
2017-01-14 – sputnik „მოითხოვე ქართული” – საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანია
2017-01-17 – Leonid Chernovetskyi -ს საიტზე გაზიარება [მეტად საინტერესო შემთხვევა. კომენტარებს დააკვირდით]
2017-01-17 – medianews პრეზიდენტმა ახალი კამპანია „მოითხოვე ქართული“ წამოიწყო
2017-01-20 – რეზონანსი ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია უბრალო მომხმარებელსაც შეუძლია
რეპორტაჟები ტელევიზიებში:
2017-01-12 – 1tv „მოითხოვე ქართული“-მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას იწყებს
2017-01-12 – იმედი მთავრობის ინიციატივა გააფართოვოს აწარმოე საქართველოში
2017-01-12 – rustavi2 სიუჟეტი პრეზიდენტის კამპანიის შესახებ
2017-01-12 – rustavi2 სიუჟეტი აწარმოე საქართველოში გაფართოვების თაობაზე. რედისონი
2017-01-12 – მაესტრო მოითხოვე ქართული
2017-01-12 – იბერია რეპორტაჟი პრეზიდენტის კამპანიის თაობაზე
2017-01-12 – იმედი “მოითხოვე ქართული” – კამპანია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაიწყო
2017-01-13 – გოგა ჩანადირის გამოსვლა tv ერთსულოვნება
2017-01-13 – საზოგადოებრივი პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია დაიწყო
2017-01-13 – ტვ დია „მოითხოვე ქართული“ – პრეზიდენტი დვანში
2017-01-16 – მაესტრო ბიზნესკონტაქტის სიახლეებში
და ბოლოს,
12 იანვრის ვიდეო შეჯამება [ბოლო რამოდენიმე წუთი ნახეთ]: