2017 წლის 11 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივით მიმდინარეობა ინტერნეტ აქცია #იყიდეატამი. აქცის მიზანი გახლდათ საქართველოს მოსახლეობის სტიმულირება ეყიდათ ქართული ატამი და ვაშლამატამა. ჩვენ ვართ მომხმარებლები, მყიდველები და ჩვენს ხელში არის რეალური ძალა, რომლის ატმის მიმართულებით ამოქმედებას ისახავდა მიზნად ჩვენი კამპანია.
პრობლემის შექმნა განაპირობა კახეთში ატმის ჭარბმოსავლიანობამ, რომელსაც სამაცივრე მეურნეობები და მწარმოებლები რეალურად მოუმზადებელი დახვდნენ. ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდნენ სადისტრიბუციო რგოლის წარმომადგენლები. შედეგად კახეთში 25 კილოგრამიანი ატმის ყუთი 2 ლარადაც არ იყიდებოდა. საქართველოს რეგიონებში კი ატმის ფასი 2-დან 3 ლარამდე მერყეობდა. ბევრმა გაწბილებულმა ფერმერმა თავისი მოსავალი თავისივე ხელით გადაყარა, ვიდეოები/ფოტოები გადაიღო და პრობლემა ვიზუალური გახადა.
პრობლემის გამწვავებას ხელი შეუწყო იმან, რომ ატმის მოსავალი ყველგან კარგი მოვიდა ესპანეთიდან დაწყებული აზერბაიჯანით დამთავრებული. ცეცხლზე ნავთის გადასხმის ტოლფასი იყო აზერბაიჯანის მიერ ატმის იმპორტზე ბაჟის დაწესება, რამაც პრაქტიკულად მოცელა ექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით.
მოძრაობა KAR.GE არ იყო ერთადერთი ამ ტიპის აქტივობაში. არაერთმა მედია გამოცემამ ატეხა განგაში ამ თემაზე. ჩვენი მისიიდან გამომდინარე ჩვენ გავაკეთეთ მარტივი კამპანია, რომლითაც 200,000-მდე ადამიანთან მივედით მოწოდებით, რომ ეყიდათ ქართული ატამი.
8 ივლისი, 2017 – უშუალოდ კამპანიის დაწყების თარიღია. ეს ვიდეო ცოტა მოგვიანებით გააკეთს ავტორებმა, მაგრამ ნათლად ასახავს პრობლემას
https://www.facebook.com/karge.movement/posts/1661140810577267
11 ივლისი – პირდაპირი ეთერი TV იბერიაზე, გადაცემა ბიზნეს კოდში
13 ივლისიდან – დავიწყეთ Facebook კამპანია ამ ვიდეოთი
https://www.facebook.com/karge.movement/videos/1655200257837989/
14 ივლისიდან – მოძრაობა KAR.Ge-ს დამფუძნებელმა ღია შესყიდვა გააკეთა. სტატიის KAR.GE-ზე დადების შემდეგ დაიწყო ამ სტატიის FB სარეკლამო კამპანია
ასე ვყიდულობთ ატამს და ვაკეთებთ საქმეს: კამპანია #იყიდეატამი გრძელდება
https://www.facebook.com/karge.movement/posts/1656520361039312
18 ივლისი – კომენტარი TV ობიექტივს ატმის კრიზისთან დაკავშირებით
19 ივლისი – გამოსავლის ძიების პოსტი, სადაც ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა თავისი აზრი
https://www.facebook.com/karge.movement/posts/1661763860514962
საერთო ჯამში ჩვენ თემას წინა ხაზზე ვინარჩუნებდით 2 კვირის განმავლობაში. ყოველ 3 დღეში მოძრაობა KAR.Ge-ს დამფუძნებელი ყიდულობდა ატამს და დებდა თავის FB-ზე. ისევე როგორც ჩვენ ვაზიარებდით სხვა ადამიანების შესყიდვებს.
ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელშეწყობით არაერთი ატმის მწარმოებელი დავაკავშირეთ ექსპორტიორებს.
ამ ერთი მოკრძალებული კამპანიით მცირე საქმე გავაკეთეთ საქართველოს მოსახლეობის ქართული ნაწარმის მიმართულებით გამოსაფხიზლებლად. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო კამპანიაში და თავისი შესყიდვით თავისი ფული ქართულ ეკონომიკაში ჩადო.