პირველი “გემოვანი ბაზარი” 2017 წლის 18 ნოემბერს შედგა. შარშანდელი გადაღებული ფოტოები, FB Live და ღონისძიების შეჯამება აქ შეგიძლიათ ნახოთ. მაშინაც მხარი დავუჭირეთ ამ კარგ საქმეს და ეხლაც რა თქმა უნდა ჩვენი წვლილი შეგვაქვს საერთო საქმეში.
რელიზი:
ყველას, ვისაც გჯერათ, რომ საკვებსა და ჯანსაღ ცხოვრებას შორის მჭიდრო კავშირია და უფრო მეტად მათ, ვისაც ამის ჯერ არ გწამთ, გეპატიჟებით რიგით მეორე “გემოვან ბაზარში”!
“გემოვანი ბაზარი”-ს მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ნატურალური, ქართული ჯიშის, ტრადიციული წესით წარმოებული და რაც მთავარია, გემრიელი სურსათის მიწოდება.
გამოფენა-გაყიდვაზე საკუთარ პროდუქტს 70-მდე ფერმერი, საოჯახო მეურნეობა და მეწარმე წარადგენს. გემოვანი ბაზრის დახლებზე შეხვდებით როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა ჯიშის სურსათს, მათ შორის, პურს, რძის ნაწარმს, ხორცს, ბოსტნეულს, ხილსა და მარცვლეულს.
თუ საქართველოს წიაღში შექმნილი, ყველაზე ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტის დაგემოვნება და შეძენა გსურთ, Tbilisi Event Hall-ში 9 მაისს, 10:00-დან 16:00-მდე გელოდებით.
პროექტის გენერალური სპონსორია “პური მზეთამზე“. ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერს “ვიზარდ ივენთი“, “ლივინგსტონი“, “მოძრაობა KAR.GE”, “ბია” და “ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება”. პროექტის მედია მხარდამჭერები არიან “გემრიელია”, “პალიტრა ნიუსი”, “Georgia Today“-ის ჰოლდინგი, აგროკავკასია და კომერსანტი.
ღონისძიების facebook-ის ბმული.
საკონტაქტო პირი: ბნ. ოთარ ნაჭყებია, 577 97 27 27
P.S.
ახლო მომავალში “გემოვანი ბაზარი” ყოველკვირეულად გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე.