ქართულია & kar.ge-ა!
8 მარტისა და kar.ge საქმის „როქი“ ძალაუნებურად გაიძულებს საჩუქარზეც „ქართულად“ იფიქრო. სა8მარტოდ მინდოდა რაღაც ქართული მეჩუქებინა ჩემი გოგოსთვის [მეუღლისთვის]. თან კიდევ ერთი მიზეზი მქონდა … მახსოვს დეკემბერში ჩემი პირადი 30 დღიანი გამოწვევისას ერთხელ ვახსენე „სულ საკვების ყიდვა მიწევს“-მეთქი და მანაც ეგრევე ზარაფხანისკენ „გამახედა“ …
ჩემი სა8მარტო საჩუქარი?
ქართული წარმოების შარფი …
ქართული ბრენდი – თამთა რაბათელი
შემქმნელი – თამთა მუგასაშვილი-რაბათელი
თამთას შექმნილი სხვა ნამუშევრები …
ამ სფეროს ექსპერტი ალბათ თამთას ნამუშევრების ქებაში 2 დღეს მაინც ენას არ გააჩერებდა, მაგრამ მე პრაქტიკული ადამიანი ვარ. 60 ლარი გადავიხადე და ჩემს გოგოს საჩუქარი გავუკეთე. ესაა ჩემი სიტყვაც და საქმეც. შარფი შევიძინე მაკრატელში, ვაშა ფშაველას 12-ში. ხარისხი უმაღლესი, ფერი უმაღლესი შევარჩიე [ყვითელი]. სხვათა შორის ორიგინალური ხავერდის საკიდითაა, რომლის მსგავსიც მე პირადად აქამდე არაფერი მენახა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ შარფს ბრენდირებული იარლიყი აქვს და ბრენდირებული ჩანთით გამომატანეს.
მე თამთას შევთავაზებდი სრულფასოვანი ბრენდინგის გაკეთებას და რიგიანი „ინტერნეტ ფანჯრის“ გაკეთებას. დანარჩენი მონდომების და შრომის, ასევე დროის ამბავია …
თქვენ რა აჩუქეთ თქვენს საამაყო ქალბატონს 8 მარტისთვის?
PS
თამთა, ინსტრუქცია მოგვაშველე, თორემ ვერაფრით ზუსტად ისეთი ნასკვი ვერ გავაკეთეთ, სურათშია რომაა : )