KAR.GE კატალოგი

როგორ გავზარდოთ ექსპორტი KAR.GE კატალოგის მეშვეობით [3 გზა]?

ექსპორტი „წმინდაა“ …
ეს ის საოცნებო საქმიანობაა, რომელზე ფიქრიც კი სისხლს გვიდუღებს ძარღვებში …
თუმცა სანამ დეტალებზე გადავალ …

2016 წლის 29 მარტს ოფიციალურად გაიხსნა KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს მხოლოდ 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს. აქ რეგისტრაცია აუცილებელია თუ თქვენ გსურთ მეტი ცნობადობა, მეტი გაყიდვები და ექსპორტი.ტი.

KAR.GE კატალოგი თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანაში სამი ძალიან კონკრეტული გზით მოგეხმარებათ:

1. თქვენ მოგძებნიან ექსპორტიორები. ოღონდ არ გეგონოთ, რომ მაინცადამაინც ჩვენს ვებსაიტზე იქნება საჭირო შემოსვლა [ესეც იქნება], ან კულუარებში „გაკითხვა“ [აქაც მოგეხმარებათ]. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ KAR.GE კატალოგი ოპტიმიზდება Google-ის საძიებო სისტემაში. შედეგად თქვენ დასახელებით და პროდუქტის კატეგორიით, ასევე საქმიანობით მოგძებნიან Google-ში ძებნის შედეგად.

2. მოძრაობა KAR.GE-ს მაკავშირებელი როლი. ჩვენ გვიკავშირდებიან ექსპორტიორები, რომლებიც ქართულ კომპანიებს და მათ ნაწარმს ინტერნეტით ვერ ნახულობენ. იყო შემთხვევა, როცა მსხვილ ექსპორტიორს 43 კომპანიის [ჩურჩხელა, ჩირი, ჩაი, კონსერვები] სრული ინფორმაცია მივაწოდეთ, მეორეს 12 ჩაის კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, მესამეს ჩირების მწარმოებლების ინფორმაცია და ა.შ.. ჩვენ გვაქვს მონაცემთა ბაზა და ერთგვარ ჰაბს წარმოვადგენთ საქმიანი ადამიანებისათვის. თქვენი ინფორმაციის ღიად დადება KAR.GE კატალოგში კი ყველას გაუადვილებს საქმიანობას.

3. მუშაობა საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე. ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომ დაინტერესებულ კომპანიასთან ერთად საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც ვიმუშავოთ. KAR.GE კატალოგი ჩვენთვის იქნება იმ კომპანიების ბაზა, ვისთვისაც გავირჯებით.

ცხადია KAR.GE კატალოგი არ არის მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტისათვის. ექსპორტი „წმინდაა“, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებული შიდა ბაზრის დაბრუნება, ცნობადობა და გაყიდვები საქართველოში. მადლობა ღმერთს და ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია!

 

დაბრუნება KAR.GE კატალოგში რეგისტრაციის გვერდზე …