თუ გინდათ გაზარდოთ გაყიდვები, მხოლოდ წარმოება არ კმარა…
უნდა იყოთ იქ, სადაც სხვა ხარისხიანი ქართული პროდუქციაა განთავსებული …
ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს ინტერნეტშიც …
ყიდვამდე ადამიანმა სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს თქვენი პროდუქციის შესახებ …
სწორედ საამისოდ შეიქმნა KAR.GE კატალოგი!
2016 წლის 29 მარტს ოფიციალურად გაიხსნა KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს მხოლოდ 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს. აქ რეგისტრაცია აუცილებელია თუ თქვენ გსურთ მეტი ცნობადობა, მეტი გაყიდვები და ექსპორტი.
როგორ ზრდის KAR.GE კატალოგი პროდუქციის/მომსახურების გაყიდვებს?
სამი ძალიან კონკრეტული გზით:
1. საქმიანი წინადადებების გენერირება. KAR.GE კატალოგში კომპანიის, ბრენდის და პროდუქციის ინფორმაციის ღიად განთავსებას მოჰყვება უამრავი საქმიანი წინადადება. ეს არის რეალური შანსი მოძებნოთ პარტნიორები, იპოვოთ რეალური მყიდველები და უკეთესი მომწოდებლები, გაიტანოთ პროდუქცია როგორც ფართო ქსელში, ასევე ექსპორტზეც. ამას რეალური შემოსავალი მოაქვს.
2. პროექტები და რეკომენდაციები. მოძრაობა KAR.GE-მ კარგი სტარტი აიღო 2015 წელს. ჩვენ მუდმივად ვაწყობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებს [გამოწვევები, გამოფენა-გაყიდვები], სადაც კომპანიებს მონაწილეობის შანსი აქვთ. მაგალითად ნახეთ ჩვენს მიერ ჩატარებული გამოფენა-გაყიდვის ანგარიში და მიხვდებით, რასაც ვაკეთებთ. გარდა ამისა ჩვენ მუდმივად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან საწარმოების შესახებ ინფორმაციას და რეკომენდაციებს [აი ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, როცა ჩაის ექსპორტის მოსურნე დაგვიკავშირდა]. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლები, რომელთა მისამართითაც შეგვეძლება პოტენციური დამკვეთების გადამისამართება.
3. პროდუქტის მიმოხილვები. ჩვენ მუდმივად ვწერთ პროდუქტების მიმოხილვებს და ვაცნობ ახალ პროდუქტებს დაინტერესებულ საზოგადოებას. თითოეული ასეთი სარეკომენდაციო სტატია კონკრეტული ბიზნესისათვის არის როგორც ცნობადობის, ასევე დაკვეთათა წყარო. უამრავი მაგალითი გვაქვს, როცა KAR.GE-ზე დაწერილი სტატიის შედეგად შედგა წარმატებული გარიგება. აქ უკვე 400-ზე მეტი ქართული პროდუქციის მიმოხილვა დევს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
მოძრაობა KAR.GE-ს მისია არ არის მხოლოდ გაზარდოს გაყიდვები, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტოპ პრიორიტეტია. გავზარდოთ ცნობადობა ასევე ჩვენი ამოცანაა. არის კიდევ ერთიც – KAR.GE კატალოგი ექსპორტის ხელშეწყობის მიზნითაც გაკეთდა. მადლობა ღმერთს და ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია!
დაბრუნება KAR.GE კატალოგში რეგისტრაციის გვერდზე …