ქართულია და kar.ge-ა!
დღეს აღმოვაჩინე, რომ “მაკნატუნას” გარდა სხვა კომპანიაც აწარმოებს სხვადასხვა თხილეულის პროდუქტებს. შ.პ.ს “ბუმი” აწარმოებს მოხალულ მიწისთხილს. 85 გრამიანი მიწისთხილის შეფუთვაში 1.20 გადავიხადე. ის აღმოვაჩინე უბნის მაღაზიაში და მაშინვე გამიჩნდა ყიდვის სურვილი. შეფუთვაზე აწერია 100%-ით ნატურალური. მითითებული აქვს გამოშვებისა და შენახვის ვადები. გემო აქვს ნორმალური. გავგიჟდი-გადავირიე არა, მაგრამ ცუდი გემოც არ აქვს. ვისაც მიწისთხილი უყვარს ის მაინც შეჭამს.
მიწის თხილი შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და განახლებას, სასარგებლოა უძილობისა და გადაღლილობის დროს. აუმჯობესებს მეხსიერებას. ყოველდღე 30 გრამი მიწისთხილის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. მიირთვით მიწისთხილი და აირიდეთ დაავადებები!
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.