ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბოტანიკა

ბოტანიკა – 100% ნატურალური წვენი ორიგინალურ შეფუთვაში

ქართულია & kar.ge-ა!

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ხშირად გვსტუმრობთ. სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ kar.ge-ს მოქოქვასთან ერთად მწარმოებლებიც გვიკავშირდებიან, ჰოდა ერთი შეხვედრა მქონდა გუშინ. ახლოს გავიცანი ახალი ნატურალური წვენი ბოტანიკა. გავიცანი და თავად წვენის შეფუთვა რომ გავხსენით პირი დამრჩა ღია … ასეთი რამ არ მენახა აქამდე …

ბოტანიკა

წვენი „ბოტანიკა“-ს შეფუთვა სიახლეა ქართულ ბაზარზე და იგი წარმოდგენილია ე.წ. Bag in Box -ში.

Bag in Box-ის უპირატესობებია: პაკეტში წვენი ისხმება ვაკუუმით, რომელსაც გააჩნია სპეციალური ონკანი, რომლის მეშვეობით წვენის ჩამოსხმისას ჰაერი არ შედის პაკეტში და წვენთან შეხებაში არ არის, პრაქტიკულად პაკეტი არ იხსნება წვენის მოხმარების პერიოდში და ამიტომ წვენი ინარჩუნებს ყველა თვისებას და ინახება დიდ ხანს (ვაკუუმიდან გამომდინარე, წვენის დაცლისას პაკეტი იკუმშება). სხვა შეფუთვით წვენის მოხმარება გახსნიდან რეკომენდებულია 24 საათის განმავლობაში. საინტერესო ისაა, რომ შეფუთვიდაან გამოაყოფინებ თავს ამ ონკანს და მიიღებ ამას …

ბოტანიკა

 

თავი კი ხელის მარტივი მოძრაობით ადვილად შეიძლება გადააკეთოთ და მიიღებთ აი ამას

ბოტანიკა

მწარმოებელია შპს „100 პროცენტი“ დაფუძნდა 2014 წელს კომპანია HIPP-ის ბაზაზე (HIPP – გერმანული კომპანია, რომელიც არის მსოფლიოში წამყვანი ბრენდი ბავშვთა კვებაში). კომპანია აწარმოებს მხოლოდ ნატურალური წვენებს, სადაც ხილის წვენის მასა შეადგენს 100 %-ს. წარმოება მდებარეობს დაბა აგარაში. წვენი იყიდება სმარტში, ფუდმარტში, ფრესკოში და გუდვილში. როგროც გავარკვიე კონცენტრატების წარმოება და ექსპორტი დიდი ხანი ხდებოდა, მაგრამ სულ ახლახან გადაწყდა წვენის გამოშვებაც და ასე შეიქმნა ნატურალური წვენების ბრენდი ბოტანიკა. აი facebook გვერდიც.

ყველა სახეობის პროდუქტი არის უშაქრო, საღებავების, კონსერვანტების და სხვა დამატკბობლების გარეშე. წვენი ბოტანიკა დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია 3 სახეობით: ვაშლი, ალუბალი, ბროწეული. უახლოეს მომავალში დაემატება რამოდენიმე ასორტიმენტი. იგეგემება მცირე ტევადობის ბოთლებში ჩამოსხმაც.

 

3 მიზეზი, რომელთა გამოც მე და ჩემი ოჯახი მოვიხმარდით ამ წვენს:

  1. წვენიაააა წვენის უნახავს გაგხდის! 100% ნატურალურია, რომელსაც ტექნოლოგიური ციკლის სრული დაცვით აწარმოებენ. ბავშვი მაინც სულ სხვა შემფასებელია, ჰოდა ჩემი შვილის რეპლიკებს აღარ ჩამოვთვლი : )
  2. ქართული წარმოებაა, რომლის პროდუქტის შეძენითაც მე ვეხმარები ამ ქვეყნის განვითარებას;
  3. წვენის შეფუთვა განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის მას თუ სადმე პიკნიკზე გადიხართ. ძალიან ძალიან ძალიან მოსახერხებელია;

 

რას შევთავაზებდი მწარმოებლებს?

უკვე შევთავაზე ელექტრონული ფოსტით …

აბა ყველაფერს ღიად ხომ არ დავწერ?

 

მოიკითხეთ, იყიდეთ და მოიხმარეთ. მერე კი გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.