ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბებოს ჩურჩხელა

ბებოს ჩურჩხელა გიყვარს?

ქართულია & kar.ge-ა!

მწვადი და ხინკალი ჩემთვის თემაზე თემაა, მაგრამ სასუსნავებს შორის ჩურჩხელა უდაო ლიდერია …

ოჯახის ყველა წევრს გვიყვარს …

ჰოდა ამ 2 კვირის წინ ფუდმარტში აღმოვაჩინე შეფუთული ჩურჩხელა. შემდეგ კი facebook-ით შემეხმიანა კომპანიის წარმომადგნელი, რომელმაც kar.ge ინიციატივის შესახებ შეიტყო. მეც ბევრი არ მიფიქრია და …

ბებოს ჩურჩხელა

უცნაურობა ის იყო ჩემთვის, რომ ჩურჩხელა ვაკუუმში იყო შეფუთული. როგორც კი ცელოფანი გავჭერი ამოვარდა არომატიიიი … უფ … შავი ფერი, შავი ყურძნის გემო, ნიგვზის შიგთავსი … ბავშვებმა უცებ გაანადგურეს … ფუდმარტში 3.5 ლარი მივეცი. პრინციპში ძვირია, მაგრმა მეორეს მხრივ 2 ლარი ბაზარშიც კი ღირს უხარისხო და ხარისხიანში და ნორმალურად შეფუთულში ღირს ამდენის მიცემა.

ბებოს ჩურჩხელა შპს ბებოს ნობათის მიერ მზადდება ზუგდიდში. შეფუთვა ძალიან მომწონს, გემოც, არომატიც, მაგრამ მეგობრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთი მაგარი პროდუქტის შეფუთვაზე @mail.ru საამაყო ნამდვილად არაა. თან საჭიროა ვებსაიტიც, facebook გვერდიც … მოკლედ, მარკეტინგს მიხედეთ გთხოვთ.

 

მოიკითხეთ, იყიდეთ და მოიხმარეთ. მერე კი გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.