დღეს დილით ინტერნეტში ვპატრულირებდი 🙂 დილის შემოვლა მაქვს ხოლმე სიახლეები, რომ არ გამომეპაროს, ხოდა ასეთ ინფორმაციას წავაწყდი, რომ თურმე არაყი გომი რებრენდინგს აკეთებს და განახლებული დიზაინით და გემოთი გამოჩნდა ბაზარზე. აი ზუსტი ტექსტი რაც მათ შესახებ წერია:
არაყი გომი დამზადებულია საუკეთესო ქართული ხორბლის უმაღლესი ხარისხის სპირტისა და კავკასიის ყინულოვანი ქედების წყაროს წყლისაგან. აღსანიშნავია, რომ გომი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მრავალფეროვანი და უნიკალური გემოს მქონე ქართული ხორბლისგან დამზადებულ სპირტს იყენებს არყის შესაქმნელად.
ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი. გომი განახლებულ შეფუთვასთან ერთად, არყის კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ხარისხს შესთავაზებს მომხმარებელს.
არ ვიცი არყის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ძალიან დიდი ხანია არ გამისინჯავს, ხოდა მოგმართვათ თქვენ ჩვენო კეთილო მკითხვენო, თუ დააგემოვნეთ უკვე განახლებული გომის არაყი, იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი ემოცია და შთაბეჭდილებები.
როგორც ყოველთვის ვაკეთებ მოვიძიე ინფორმაცია კომპანიის შესახებ დაუწყიათ სოციალური ქსელის აქტივობა, ესეც მათი ფეისბუქის გვერდი, ხოლო ვებ ვერდზე თავს შევიკავებ კომენტარისგან უბრალოდ ვიტყვი 🙁 სამწუხაროა რებრენდინგის პროცესში ვებგვერდი, რომ არ მოხვდა.
მე გადავწყვიტე ხმამაღლა მოგიწოდოთ ყველა ქართველ მწარმოებელს, შეცვალეთ ვებსაიტები თუნდაც 1 გვერდიანი, მაგრამ ინფორმაციული და კომპანიის იმიჯზე მორგებული ვებგვერდი შექმენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის.
კომპანიას კი განახლებულ ფორმატში ვუსურვებ წარმატებებს!