დღეს დიდი და ემოციური დღეა!
ჩემთვის და კიდევ რამოდენიმე ადამიანისათვის, რომლებმაც უკვე დახარჯეს დიდი ენერგია ამ თემის მომზადებაზე. დღეს მხოლოდ დავაანონსებთ, მომდევნო სტატიაში კი დეტალურად გავშლით 3K-ს [სამიკა]-ს უნიკალობას.
2015 წლის 26-27 სექტემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა ატარებენ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის გამოფენა–გაყიდვას – kar.ge ქართული ქარვასლა. მონაწილეობისათვის ვიწვევთ ყველა ბიზნეს კომპანიას, რომელიც საქართველოში ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს.
ზემოთ სურათზე ბნ. ზურაბ შავლაყაძე, ქარვასლას დირექტორი და თქვენი მონა-მორჩილი ვამაყობთ, რომ kar.ge ქართული ქარვასლას ჩატარების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოვაწერეთ ხელი.
უფრო დეტალურ ინფორმაციას გამოფენა-გაყიდვის შესახებ მალე მოგაწვდით 🙂