ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აი, ასეთი იყო „ნატურალური ღვინის და საკვების ფესტივალი“ 23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2018 წლის 23 ივნისს, 18:00-დან აგუგუნდა „ნატურალური ღვინისა და საკვების ფესტივალი“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელსაც რიგ პარტნიორებთან, მონაწილეებთან და მედიასთან ერთად KAR.GE-ს მხარს უჭერდა.

მივედი თუ არა, ავიარე-ჩავიარე, დავათვალიერე და კარგი ღონისძიების მოქოქვის სულისკვეთებით ეს ვიდეო ჩავწერე … მით უმეტეს, რომ ადგილზე გაგანია მზადება იყო … თან იქვე ბამბუკის მარინადი და მურაბა აღმოვაჩინე და ის გავაცანი საზოგადოებას …

 

გადაცდა თუ არა 18:00-ს, მოემატა და მოემატა საზოგადოება …

ტურისტები ბლომად იყვნენ, ალბათ 20-30 % მაინც …

აი რა ხდებოდა დაახლოებით 8 საათისთვის …

 

არ ავცდი ფიალით ღვინის გასინჯვას 🙂

ნამდვილად, ფიალით გასინჯვას სულ სხვა ხიბლი აქვს …

გელოვანების ღვინო მართლაც გადასარევი სასმელია!

 

მაგრამ როგორც ჩანს ელია გაგვიწყრა ზემოთ, შეშურდა ეტყობა …

დაგვაყარა წვიმამ და ისე მიგვაქიაქა, რომ 2 წუთში ვინ სად გარბოდა არ იცოდა …

იქვე გადახურულს შევეფარეთ და ნახევარი საათი ფეხი ვერ მოვიცვალეთ …

 

დაათვალიერეთ ფოტოებიც …

 

ეს კი თუ მაღალი ხარისხის ფოტოები გნებავთ

https://www.facebook.com/karge.movement/posts/2018844201473591