ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > [video] ასე გამოიყურება 25,000 ცალი საგაზეთო ჩანართი – #ქართულიადაკარგია

[video] ასე გამოიყურება 25,000 ცალი საგაზეთო ჩანართი – #ქართულიადაკარგია

აი ეს არის ძლიერი სვლა!

მოძრაობა KAR.GE-მ საქართველოში ისტორიული პრეცედენტი შექმნა!

#ქართულიადაკარგია -ს 25,000 ასლი 22 მაისს კვირის პალიტრასთან ერთად გავრცელდება და 26 მაისისთვის უკვე 25,000 წერტილში მივა.

შედეგად 1 კვირის თავზე მას 100,000-მდე ადამიანი ხელით შეეხება და თავისი თვალით ნახავს. ერთი თვის თავზე მის შესახებ 300,000-მდე ჩვენი თანამოქალაქე ისაუბრებს.

შედეგად არა მხოლოდ იმ 28 ქართული კომპანიის პროდუქციის ცნობადობა და გაყიდვები გაიზრდება, რომელთაც გარისკეს ჩვენთან ერთად და ჩაერთენ პროექტში, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ ერთხელ შევახსენებთ თუ რა დიდი როლი აქვს ქართული ნაწარმის ყიდვას.

უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ საერთო საქმეში. ქართული ხარისხიანი ნაწარმის შესახებ ინფორმაციას მთელს ქვეყანას მოვდებთ!!!

და ეს მხოლოდ დასაწყისია …