მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

2018 წელს 8,6+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). დღეს ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი ხდება, მინიმუმ 250,000 ადამიანს ასაქმებს, 2018 წელს კი 3 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში. ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, პრაქტიკულად ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

სამი განსაკუთრებული რჩევა მაქვს ხოლმე მათთვის, ვისაც ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა უნდა:

  1. პრინციპი “განსხვავე ან მოკვდი” აქაც ძალაშია! რაღაც უნდა შესთავაზო ბაზარს ისეთი, რომელსაც არავინ აკეთებს და თან ისე უნდა შესთავაზო, რომ პირველი დაფიქსირდე იმ თემაში ორბიტაზე ერთი ხელის მოსმით. უამრავი ადამიანი და ორგანიზაციაა ამ სფეროში დასაქმებული და თუ გინდათ ქათმებში არწივად გამოჩნდეთ, უნდა მოიპოვოთ განსხვავებულობა თქვენი დამკვეთების თვალში. რა იქნება ეს განსხვავებულობა, თქვენზეა.
  2. დიფერენცირების დიდი შესაძლებლობაა ადამიანი, გუნდი. შეიძლება გიდი გყავდეთ ისეთი (ან თვითონ იყოთ), რომ სწორედ გიდის გამო შედგეს თქვენი წარმატებული ბიზნესი. არაერთხელ მქონია შემთხვევა, რომ გიდის მოძებნა არც ისე ადვილი საქმე გამომდგარა დამწყები ტურისტული კომპანიისათვის.
  3. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კავშირები, სტრატეგიული კავშირები. ვიზიტორები ძალიან ხშირად მოგზაურობენ. შესაბამისად თქვენ მოგეთხოვებათ “იცნობდეთ ხალხს და ადგილებს”, რომ თქვენს დამკვეთებს ვარიანტები შესთავაზოთ.

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა როცა მიწევს, სათანადო შაბლონს ვიყენებ, რომელიც უშუალოდ ჩემი შემუშავებულია. იგი არცერთ სხვა შაბლონს არ ჰგავს სწორედ იმიტომ რომ ეს “სხვანაირი” თემაა. ფაქტი ერთია: მიჰყვები ამ სამ რჩევას? ეს სერვისის ინდუსტრიაა და აუცილებლად გააკეთებ ფულს!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"