ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ალფონსო

დღე 7: ვინიფერას ეს უგემრიელესი ყურძნის მურაბა „ალფონსო“ აუცილებლად უნდა მეყიდა!

პირველად ეს მურაბა 2 წლის წინ გავსინჯე. ის სიღნაღში, ფესტივალზე ვიყიდე და ეს რა გავსინჯე … გემო ჰქონდა წარმოუდგენელი … სასწაულებრივი! და ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში რომ ეს მურაბა თქვენთვის არ გამეცნო, დაუშვებელი იქნებოდა. საბედნიეროდ ნიკორას სუპერმარკეტში შემხვდა. შემხვდა და ჩემი „კალათი“ დაამშვენა! გემო გადასარევი … სიტკბო ზომიერი … ყურძნის მარცვლები ბლომადაა შიგნით … მეტი რა უნდა გინდოდეს მურაბისგან? …

განაგრძე კითხვა »

შესანიშნავი ახალი პროდუქტი – ვინიფერას ყურძნის მურაბა ალფონსო!

ვინიფერა / Vinifera – კომპანიაა, რომელიც ყურძნის მურაბებს და ქიშმიშს აწარმოებს. მისი პროდუქცია – ყურძნის მურაბა ალფონსო პირველად „აირჩიე ქართული“-ს გამოფენაზე ვნახე აპრილში და 5 ლარად სურათზე გამოსახული ეს კონკრეტული ქილა ვიყიდე. ძალიან მიხარია, რომ ბაზარზე ასეთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გამოჩნდა. კომპანიის ვებსაიტიდან გავარკვიე, რომ კომპანია სუფრის ყურძენს აწარმოებს, თუმცა მურაბებზე იქ ვერაფერი ვნახე. ასევე გავარკვიე, რომ პროდუქცია შედის გუდვილში, სმარტში, …

განაგრძე კითხვა »