მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

2018 წელს 8,6+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). დღეს ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი ხდება, მინიმუმ 250,000 ადამიანს ასაქმებს, 2018 წელს კი 3 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში. ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, პრაქტიკულად ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

ტურისტებს, ისევე როგორც ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობას გვჭირდება კვება. ოღონდ უნდა გესმოდეთ, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი მათ შორისაა, რომელიც არაპროფესიონალებს არა მხოლოდ ვერ იტანს, არამედ საკმაოდ ეფექტურად “ინელებს”. ანუ, თუ რესტორნის გაკეთება გადაწყვიტეთ ორიდან ერთი შედეგი გექნებათ: ან გააკეთებთ ჭკვიანურად და “მოჭრით” ფულს, ან ეს იქნება სრული კატასტროფა! ამიტომ რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა ყველა შემთხვევაში მოგიწევთ და ყველაზე რთული გამოწვევა აქ არის დიფერენცირება ბრენდით!

ერთი მარტივად სათქმელი წესია, რომლის გაკეთება პრაქტიკაში არის ძალიან რთული: განესხვავე ან მოკვდი! თქვენი ბრენდული კონცეფცია არის აქ ღერძი … არ ხარ გამორჩეული? არ ხარ!

ანუ, რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა საჭირო დაიწყოთ რესტორნის ბრენდის კონცეფციის მოფიქრებით, შემდეგი საქმე კი მისი “რეალიზაცია” იქნება. საქართველოში საბედნიეროდ ბევრი ადამიანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ეს სფერო ფასობს, თიბისის დაჯილდოვებაც ყოველწლიურად გამოარჩევს რესტორანს, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია! მაგალითად ავიღოთ “ბარბარესთან” – რესტორანი პირველ რიგში ბრენდ კონცეფციით და შემდეგ კი მისი ისეთი პრაქტიკული რეალიზაციით, რომელიც თანამედროვეობას შეესაბამება.

დაიწყეთ ბრენდ კონცეფციით …

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"