ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ლივო livo

Livo – ალუბლის წვენი

ქართულია & kar.ge-ა!

დღეს დილით ჩემმა უფროსმა გოგომ – ანასტასიას მომიხელთა და [2-ე კლასელია] მეკითხება: „მამი ალუბლის წვენს კიდევ მომიტან?“ ეს რომ მითხრა მაშინ მივხვდი რა ეფექტი მოუხდენია გუშინ საღამოს Livo-ს ალუბლის წვენს.

Livo პირველად დაახლოებით 1 წლის წინ დავაგემოვნე გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“. გასულ დეკემბერს ჩემი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში შეძენა მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. მაშინ გუდვილში მისვლა აზრადაც არ მომსვლია. მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე Livo ძირითადში საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს. ამჯერად დახლზე გუდვილში 3,95 გადავიხადე. გზა დავულოცოთ! ძალიან მაგარი ნატურალური წვენია! საიტზე თუ შეხვალთ, დარწმუნდებით, რომ სხვადასხვა არომატებიც არის: ლიმონი, ფორთოხალი, ატამი ციტრუსით, წითელი ფორთოხალი, ატამი, ქლიავი და შინდი.

მწარმოებელია შპს ციტრო, ქ. ბათუმი, ლერმონტოვის 111.  ვებსაიტი აქვს გემოვნებიანი – http://livo.ge/, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. Facebook გვერდიც აქვეა.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გამოიყენეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ!

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.