ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > KAR.GE მედიაში > Live დილის მოამბეში. სვანური მარილისა და სხვა ქართული პროდუქციის ექსპორტი

Live დილის მოამბეში. სვანური მარილისა და სხვა ქართული პროდუქციის ექსპორტი

უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ამ მართლაც ქართული თემით დაინტერესდა. სვანური მარილი ერთ-ერთია იმ რამოდენიმე ნაღდ ქართულ პროდუქტებს შორის, რომელთაც მოძრაობა KAR.GE Tbilisi-OKTA-სთან თანამშრომლობით სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული პროდუქტების საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2016 გაიტანს.

დღეს დილით მეტად შინაარსიანად ვისაუბრეთ დილის მოამბეში.

IFFE 2016 – ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა – International Fermented Food Expo 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება. ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზატორები არიან World-OKTA [ http://www.okta.net/ ] თბილისის ოფისი, მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით და მოძრაობა KAR.GE [ http://kar.ge ] საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. დეტალური ინფორმაცია თავად გამოფენის შესახებ ნახეთ აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/

მოუსმინეთ, ბევრი ახალიც შეიძლება გაიგოთ …