2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოში ისტორიული ფაქტი მოხდა …
საქართველოს პრეზიდენტმა ღიად იყიდა ქართული ნაწარმი …
ჟურნალისტების თანხლებით …
და ფაქტი მასიურად გაშუქდა მედიაში …
სწორედ ამ ფაქტის და მისი გამოხმაურების დამსახურებაა, რომ 30 დეკემბრის საღამოს პრეზიდენტის სასახლეში მიგვიწვიეს რამოდენიმე თანამოაზრე.
თან წავიღე და პრეზიდენტს გადავეცი სპეციალურად მისთვის მომზადებული სერტიფიკატი – ჩარჩოში ჩასმული სტიკერი [ქართულად ყოფილა საკრობი] „მე ვყიდულობ ქართულს“ და რამოდენიმე დიდი და პატარა საკრობი მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისათვის, რომელიც იქვე დაინტერესებულებში დავარიგე. მიხარია, რომ ბევრი ნაცნობი ვნახე.
მეამაყება, რომ მოძრაობა KAR.GE-ს და ძალიან ბევრი ადამიანის საქმიანობამ ასეთი ყურადღება მიიპყრო. 2016 წელი ნამდვილად ღირსეულად გავიდა. 2017 წლისათვის კი შესანიშნავი სასტარტო პოზიცია იკვეთება (y)
სტატიის მთავარი სურათი ფოტოგრაფმა გადაგვიღო. ძალიან მეამაყება, რომ 4 ადამიანი იდეის ირგვლივ – „მე ვყიდულობ ქართულს“ ვართ დაფიქსირებული! აქვე ჩაიწერა საახალწლო მილოცვები. აი ჩემიც …
და ბოლოს, ფოტოები …