29 მარტს ოფიციალურად გაიხსნება KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს. თქვენი ბიზნესისათვის ამ საკომუნიკაციო პლატფორმაზე რეგისტრაცია მომგებიანი ინვესტიციაა თუ თქვენი მიზანია ცნობადობის ზრდა, გაყიდვების ზრდა და ექსპორტი.
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 25 მარტამდე KAR.GE კატალოგში რეგისტრაცია 350 ლარი ღირს [წლიური გადასახდელი]. ცხადია რეგისტრაცია მერეც იქნება შესაძლებელი, მაგრამ 25 მარტამდე რეგისტრაციით განსაკუთრებით იგებ:
1. ულიმიტო განთავსება. 5 პროდუქტი გაქვთ თუ 150, თქვენი ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციას შეუზღუდავად განვათავსებთ კატალოგში.
2. PR სარგებელი. 29 მარტს, kar.ge კატალოგის პრეზენტაციაზე თქვენ მედიის ყურადღებას განსაკუთრებით მიიპყრობთ. პირველობა მომგებიანია.
3. BONUS კამპანია. 2016 წელს თქვენთვის განხორციელდება ცნობადობის კამპანია, რომლის ფარგლებშიც თქვენს ინფორმაციას მინიმუმ 100,000 ადამიანს მივაწვდით [სტატისტიკასაც წარმოგიდგენთ].
შენიშვნა: ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოვლენილ ზოგიერთ კომპანიას შეიძლება 5 პროდუქტი ჰქონდეს, ზოგს კი 105. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თავზე ვიღებთ დამატებითი ტვირთს.
ცხადზე ცხადია, რომ 29 მარტის შემდეგ სამივე უპირატესობა იკარგება. თუმცა ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ ფასი გაიზრდება, თან მნიშვნელოვნად.
29 მარტის შემდეგ 1 წლიანი რეგისტრაციის მინიმალური ფასში [350 ლარი] შევა 1 კომპანიის 1 ბრენდის და მისი 5-მდე პროდუქტის შესახებ მასალის შექმნა-განთავსება. თუ ერთ კომპანიას ერთი ბრენდის ფარგლებში 105 პროდუქტი აქვს, მაშინ თითოეული მასალის შექმნა დამატებით თანხა დაჯდება [5-9 სურათი და 300 სიტყვამდე ტექსტი თითოეულ პროდუქტზე, კომპანიის და ბრენდის აღწერები და სურათები].
რა საჭიროა ამდენი ტექსტების და სურათების შეკრება და განთავსება?
KAR.GE კატალოგს აქვს მისია და ეს არის ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლების შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებულისათვის. ამიტომ არ კმარა მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაცია, მომხმარებელმა უნდა ნახოს პროდუქტების აღწერაც, სურათებიც და გამოხმაურება დატოვოს. KAR.GE კატალოგი იმავდროულად არის საკომუნიკაციო პლატფორმა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინფორმირება, რომ საქართველოშიც გვაქვს უამრავი ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც ის დღეს უბრალოდ არ იცნობს. როცა გაიცნობს, უფრო ენდობა, ხოლო როცა ენდობა, იყიდის.
დაბრუნება KAR.GE კატალოგში რეგისტრაციის გვერდზე …