მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > 30 დეკემბერი, 2016: მოძრაობა KAR.GE სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

30 დეკემბერი, 2016: მოძრაობა KAR.GE სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოში ისტორიული ფაქტი მოხდა …

საქართველოს პრეზიდენტმა ღიად იყიდა ქართული ნაწარმი

ჟურნალისტების თანხლებით …

და ფაქტი მასიურად გაშუქდა მედიაში …

სწორედ ამ ფაქტის და მისი გამოხმაურების დამსახურებაა, რომ 30 დეკემბრის საღამოს პრეზიდენტის სასახლეში მიგვიწვიეს რამოდენიმე თანამოაზრე.

თან წავიღე და პრეზიდენტს გადავეცი სპეციალურად მისთვის მომზადებული სერტიფიკატი – ჩარჩოში ჩასმული სტიკერი [ქართულად ყოფილა საკრობი] „მე ვყიდულობ ქართულს“ და რამოდენიმე დიდი და პატარა საკრობი მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისათვის, რომელიც იქვე დაინტერესებულებში დავარიგე. მიხარია, რომ ბევრი ნაცნობი ვნახე.

 

მეამაყება, რომ მოძრაობა KAR.GE-ს და ძალიან ბევრი ადამიანის საქმიანობამ ასეთი ყურადღება მიიპყრო. 2016 წელი ნამდვილად ღირსეულად გავიდა. 2017 წლისათვის კი შესანიშნავი სასტარტო პოზიცია იკვეთება (y)

სტატიის მთავარი სურათი ფოტოგრაფმა გადაგვიღო. ძალიან მეამაყება, რომ 4 ადამიანი იდეის ირგვლივ – „მე ვყიდულობ ქართულს“ ვართ დაფიქსირებული! აქვე ჩაიწერა საახალწლო მილოცვები. აი ჩემიც …

 

და ბოლოს, ფოტოები …

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"