მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > KAR.GE კატალოგი გაეშვა. 36 ფოტო პრეზენტაციიდან

KAR.GE კატალოგი გაეშვა. 36 ფოტო პრეზენტაციიდან

„საჭირო და დროული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქმიანობამ გვიკარნახა“ – ასე შევაფასებდი KAR.GE კატალოგის გაშვებას. 29 მარტის პრეზენტაციას წინ დიდი შრომა უძღოდა, თუმცა წინ გაცილებით მეტია გასაკეთებელი. უღრმესი მადლობა ყველა იმ კომპანიას, უფრო კონკრეტულად კი ადამიანს, რომელიც გვენდო და ხელი წაგვიკრა ამ საქმეში. განსაკუთრებული მადლობა კომპანიებს ნიკორასა და კამპას, რომელთაც სპონსორობითაც რეალურად დაიძრა საქმე.

 

2016 წლის 29 მარტს ოფიციალურად გაიხსნა KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც სრულფასოვნად წარმოაჩენს 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს.

KAR.GE კატალოგი გაიხსნა პირველი 35 ჩანაწერით, რომელიც 25 კომპანიის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. ეს კომპანიები არიან: კამპა, ნიკორა, ბებოს ნობათი, გრეიფი, დიდგორის ველი, AG Telecom-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ვესტ ინვესტი, იფანი, კოკლოზინა, მედა ბრაითი, ჩვენებური, ოპ არტი, ოქროს ვერძი, პამაქელა, რამონა, საქართველოს სათბურის კორპორაცია, საქკაბელი, სვეპი, ფეფე, ყველის სახლი, ჩირკოლადი, წყალტუბოს სიროფი, ხარისხის ლაბორატორია, ჯეო თოიზ, ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ. KAR.GE კატალოგი http://kar.ge-ზეა ინტეგრირებული და მისი ნახვა kar.ge -ს ნებისმიერ სტუმარს შეუძლია.

ვისთვის არის სასარგებლო kar.ge კატალოგი?

  1. მომხმარებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ თუ რა იწარმოება ქართული, ვინ არიან ქართველი მწარმოებლები, სად იყიდება ქართული პროდუქცია, როგორია მათი ხარისხი, და ა.შ.
  2. მეწარმეები, აქ შეძლებენ განათავსონ ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის, ბრენდების და პროდუქციის შესახებ, რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ისინი. გაიცნობენ დისტრიბუტორებს, სავაჭრო წერტილებს;
  3. სავაჭრო ობიექტები აქ გაიგებენ თუ რა იწარმოება საქართველოში ქართული და რა შეიძლება შეიტანონ თავიანთ სავაჭრო ობიექტში, ვისგან შეიძლება მიიღონ ბიზნეს მომსახურებები;
  4. დისტრიბუტორები აქ შეძლებენ ნახონ კონკრეტული ქართული პროდუქცია, დაუკავშირდნენ მწარმოებლებს და გაიტანონ მათი პროდუქცია სავაჭრო ქსელში;
  5. ბიზნეს სერვისების მომწოდებლები აქ გაიცნობენ კომპანიებს – პოტენციურ დამკვეთებს, რომლებსაც შეიძლება თავიანთი მომსახურება შესთავაზონ;
  6. ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია დაეხმარება სასურველ რესპონდენტებთან დაკავშირებაში, ახალი ბიზნესის, ბიზნეს იდეების, აღმოჩენაში, მეწარმეების პრობლემების საზოგადოებამდე მიტანაში და ბიზნეს თემებზე აქტიურად მუშაობაში;

ცნობისათვის …

KAR.GE კატალოგი პირველად 2015 წლის 16 ნოემბერს დაანონსდა და მაშინვე მიიპყრო დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება. ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში საქმიანი ადამიანების მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა, რჩევებმა დაგვანახა, რომ თემა მართლაც საჭიროა და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა 2016 წლის იანვარში დავიწყეთ. ეს იყო კონსულტაციების დიდი რაოდენობა როგორც მწარმოებლებთან, ასევე უბრალო თანამოაზრეებთან. პირველი 20-მდე დაინტერესებული კომპანიის შეკრების მიზნით სარეკლამო კამპანია დაიწყო 14 თებერვალს, მაგრამ 3 დღეში შევწყვიტეთ, რადგანაც რომ ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა, პირველ ეტაპზე კი მხოლოდ 20 კომპანია გვინდოდა. მას შემდეგ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხანი დასჭირდა KAR.GE კატალოგის შექმნას, 25 კომპანიის მასალების შეკრება/დალაგებას და პრეზენტაციის მომზადებას.

29-ში კი …

გვიმასპინძლა უმაღლესი კლასის სასტუმრომ – “ლაერტონ თბილისი”. ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ, ვინაიდან “ლაერტონ თბილისი” ქართული ბრენდია. შევიკრიბეთ კატალოგში გაერთიანებული კომპანიები, ჩვენი პარტნიორები, მოძრაობა KAR.GE-ს თანამოაზრეები, მეგობარი მედიის წარმომადგენლები და დიდ ეკრანზე ერთად ვნახეთ თუ რა შევქმენით.

სტუმრებს სიურპრიზიც დავახვედრეთ: ჩვენი მეგობარი კომპანიები თავიანთი სტენდებით, რომელთა პროდუქციას კატალოგში განთავსდა. მათ შორის კი რამოდენიმე ახალი ქართული პროდუქტი თავისი დეგუსტაციით/ჩვენებით, რომლებიც სპეციალურად ამ პრეზენტაციისთვის მოეწყო.

ყველა სტუმარს ჰქონდა სიტყვის თქმის საშუალება და ეს შანსი 10-მდე სტუმარმა გამოიყენა. მოძრაობა KAR.GE-მ კი ავეჯის კომპანია „იფანი“-სგან ასეთი ძალიან ორიგინალური საჩუქარი მიიღო ქართული საქმის კეთებისათვის

 

 

აი, 2 წუთიანი შემაჯამებელი ვიდეოც იხილეთ …

 

მადლობა საქმიან დილას წამოწყების მხარდაჭერისათვის …

 

შეჯამების სახით …

კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სპონსორებს – სს ნიკორასა და შპს კამპას ამ დიდებული საქმის მხარდაჭერისათვის, პროექტში მონაწილე თითოეულ კომპანიას, რომელიც გვენდო, თითოეულ ჩვენს სტუმარს, რომელიც გვეწვია და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქართულ საქმეს გულშემატკივრობს.

ძალა ერთობაშია!

 

PS

KAR.GE კატალოგში თქვენი კომპანიის/პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოსათავსებლად გთხოვთ იხილეთ ეს შეთავაზება.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"