ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მცდელობა

kar.ge-ს „გატეხვის“ 502 მცდელობა 3 აპრილს 04:26-დან 06:27-მდე

1 აპრილს kar.ge-ზე გავაახლეთ სტატიების დადება და უკვე 2 აპრილს 12,000+ ვიზიტი დაფიქსირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა – „საიტი აფეთქდა“.  როგორც ჩანს ნამსხვრევებში ჩვენც მოვყევით და „დაგვაჯილდოვეს“.

3 აპრილს 04:26-დან 06:27-მდე kar.ge-ს „გატეხვის“ 502 მცდელობა დაფიქსირდა. მე არ ვიცი ვინ/რა არის ან რა უნდა, გაფუჭდა თუ არა რამე რეალურად, მაგრამ გავარკვევთ …

უსაფრთხოებას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდი, მაგრამ ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩემთვის ეხლა, როცა kar.ge ფეხს იდგამს. საიტის ჰოსტინგ მომსახურების მომწოდებელია Serv.ge. დილიდანვე დაუყოვნებლივ დავუკავშირდი და იმედი მაქვს ქართული ჰოსტინგ სერვისი გაამართლებ მასში ჩადებულ იმედებს.

გთხოვთ გვაპატიეთ თუ საიტის მუშაობისას გარკვეული შეფერხებები იქნება …

 

PS

თუ ვინმეს WordPress ის უსაფრთხოების სპეციალისტი შეგიძლიათ მიმასწავლოთ, ძალიან დამავალებთ.