მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > როგორ გავაკეთოთ kar.ge ქართული საქმე?

როგორ გავაკეთოთ kar.ge ქართული საქმე?

ქართული პროდუქცია ბოლოს როდის იყიდე?

ყიდულობ კი ქართულს საერთოდ?

აჰ, არ ენდობი ქართველ ბიზ[მ]ესმენებს?

აბა ვის ენდობი? იმპორტულს? ღრუსულს?

577,000,000-მდე აშშ დოლარის ღრუსული პროდუქტი გასაღდა საქართველოში 2014 წელს. ამით დაფინანსდა ღრუსეთის განვითარება, ღრუსული ბიუჯეტი, ღრუსი დასაქმებული და ღრუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში გასროლილი ყოველი ღრუსული ტყვია. აცნობიერებ, რომ ამის მონაწილე ხარ?

აამოქმედე შენში არსებული ძალა, გააკეთე ის რის თაობაზეც ამ 14 წუთიან გამოსვლაში ვლაპარაკობ, გააკეთე ქართული საქმე ყოველდღიურად და გარანტიას გაძლევთ 10 წელიწადში ამერიკელი, ესპანელი, ბერძენი და ა.შ. ერების წარმომადგენლები რიგში ჩადგებიან ჩვენი მოხუცების მოსავლელად [11:35-დან იწყება მთავარი გზავნილი].

თორემ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპით [5%] და მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსით [2014 წელს 5,735 მილიარდი USD] 50 წლის შემდეგაც მაჩანჩალა ქვეყნების კატეგორიაში ვიქნებით, თუ საერთოდ ვიქნებით.

ერთად გავაკეთოთ kar.ge ქართული საქმე!

** გამოსვლა შედგა Nx პროექტის ფარგლებში. მადლობა Nx-ის გუნდს, რომ საშუალება მომცა სათქმელი მეთქვა!

 

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"