მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა

სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

ამ სტატიის წერის მომენტში დამირეკა ადამიანმა, რომელმაც შენობა იყიდა რეგიონში სასტუმროს გაკეთების მიზნით და გადაწყვიტა სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა. ცხადია გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მიწის საკუთრების თემა, ადგილმდებარეობის შესწავლის თემა, დარგში არსებული ტენდენციები და რეგიონში გასაკეთებელი გლობალური პროექტების ჩამონათვალი, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: განესხვავე ან მოკვდი! და სწორედ ამაზე მინდა აქ ყურადღების გამახვილება.

ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყო განსხვავებული!

რითი? შეიძლება იმით, რომ ისეთ რეგიონში ხარ, სადაც სხვა სასტუმრო არ არის, ან თავად სასტუმროა განსაკუთრებული (მაგალითად 3200 მეტრზეა ზღვის დონიდან), ან პერსონალი გყავთ განსხვავებული, ან შეიძლება სახელი გქვიათ განსხვავებული, ან შეიძლება მინერალური წყაროა ახლოს, ან შეიძლება რამე კლიმატური მიკრო ზონაა ახლოს … მოკლედ, ბევრი გზაა საიმისოდ, რომ მიაღწიოთ განსხვავებულობას!

2018 წელს 8,6+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). დღეს ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი ხდება, მინიმუმ 250,000 ადამიანს ასაქმებს, 2018 წელს კი 3 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში. ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, პრაქტიკულად ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

სასტუმრო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. საქართველოში წელიწადში სხვადასხვა ხომის 150-მდე სასტუმრო ემატება და თუ სწორად მახსოვს ბოლო რიცხვები ქვეყანაში 25-27,000 საწოლია (2017-ის ბოლოს). არადა ამ დროს საშუალოდ ყოველ დღე 40-50 ათასი ტურისტია ქვეყანაში. მაშ სად ათევს ღამეს ეს ხალხი? ამ შეკითხვაზე პასუხი არის, ოღონდ ეს არაა ჩვენი საუბრის თემა აქ. მთავარი არის შემდეგი: სასტუმრო ბიზნესი მომგებიანი თემაა, ოღონდ თემას ჭკვიანურად უნდა თავიდანვე დალაგება.

კიდევ ერთი საკითხი … მეტად მნიშვნელოვანი აქ არის შემდეგი: ჯგუფის მიღება უნდა შეგეძლოს! ანუ რეგიონში გაკეთებული სასტუმრო ჯობია მინიმუმ 20 ოთახით იყოს.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"