მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდები დიდი ხანია მუშაობენ. ხშირია შემთხვევები, როცა ეს ფონდები რეგიონებში საგრანტო პროექტებს აცხადებენ და როცა მსგავსი კონკურსი ცხადდება ტელეფონზე დღეში ორი ადამიანი მაინც მირეკავს. როგორც წესი ეს მცირე პროექტებია და ასეთ საქმეს არ ვიღებ. მიზეზი მარტივია: მე ძვირად ვმუშაობ (და ამას ყველას პირდაპირ ვეუბნევი), ეს პროექტები კი მცირე ბიუჯეტიანია და 20-50 ათასლარიანი გრანტის აღებისათვის 5,000 ლარის გადახდა მართლა არ ღირთ. თუმცა, ხშირად ვაძლევ რჩევებს და ვაკვალიანებ, რაც ნამდვილად არ მეზარება. მთავარია დავინახო, რომ ადამიანს მართლა უნდა რამის გაკეთება.

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა ვისაც სურს, მათთვის ჩვეულებრივ ორი მთავარი სათქმელი მაქვს:

1) დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი განვითარება ფონდის პრიორიტეტი არ არის!

თითქოს პარადოქსალურია ხომ? მაგრამ ჩემი საქმიანობის 20+ წლიანი გამოცდილება მკარნახობს შემდეგს: მათი (საერთაშორისო ფონდების) მთავარი საზრუნავი არის არა თქვენი ბიზნესის და თქვენი რეალური განვითარება, არამედ ე.წ. “წარმატების ისტორიების” შექმნა. მათი მოდელი, რომელსაც ხშირად დახმარებად “გვაყვედრიან” მარტივია: ასობით აპლიკაციიდან აარჩევენ იმას, რომელსაც წარმატების დიდი შანსი (ვყოფილვარ მედლის “იმ” მხარეს და დამერწმუნოთ ვიცი როგორ მუშაობს სისტემა) აქვს და მათთვის “საწვავის ჩასხმის” გზით ქმნიან წარმატების ისტორიას. ამით “მონიშნავენ” კიდევ ერთ “პტიჩკას” გაკეთებული საქმეების სიაში და სულ ესაა (მათაც ხომ უნდა დაუსაბუთონ თავიანთ დონორს, რომ “კარგი ბიჭები” არიან?).

მათი მიდგომები წმინდა საბჭოთა მიდგომებია: გავავითაროთ წარმოება! (ასე იყო 200 წლის წინაც, სსრკ-ს დროს და ასეა ეხლა ჩვენს ქვეყანაში). არადა მდგრადი განვითარება თუ გინდა მიიღო, გაყიდვების თემაა პირველ ადგილზე დასაყენებელი. ჩემი ასეთი მოსაზრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგრანტო შესაძლებლობით არ ისარგებლოთ. მეტიც, ისარგებლეთ როგორც შეგიძლიათ. უბრალოდ, როცა იცი ვისი მოტივაცია რეალურად რა არის, უფრო ფხიზლად უყურებ მოვლენებს და იცი რომელ პედალს მიაჭირო (მაგალითად, “გაუსწორე” და მიეცი საშუალება, რომ შექმნათ ეს “წარმატების ისტორია”. თქვენც მოიგებთ და ისინიც).

2) ბიზნეს გეგმის დაწერა მართლაც ადვილია და ამაში ფულის გადახდა არაა ჭკვიანური.

ამ ფონდებს იმდენად მარტივი განაცხადის ფორმა აქვთ (ამაზე ნამდვილად კარგად ზრუნავენ), რომ ერთადერთი, რაც სჭირდება არის შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ოღონდ ჩვენი მოსახლეობის უბედურება ისაა, რომ აქ ჩვენში შეკითხვაზე პასუხის გაცემა 10-დან 8-მ არ იცის. ამ პასუხის ჩამოყალიბება კი კიდევ უფრო მეტმა არ იცის. მე ვიცი ერთი: ფონდის მიზანი თქვენი განვითარება შეიძლება არ არის, მაგრამ თქვენ რომ განვითარება გწყურიათ ეს ვიცი. გამჭრიახი ადამიანების დაკვალიანება სწორად თუ მოხდება, ის თვითონაც გააკეთებს ბიზნეს გეგმის განაცხადს. გაუჭირდება თავიდან, მაგრამ ისწავლის და გრძელვადიან პერსპექტივაში ის მეტ ხეირს ნახავს ამ საქმიანობისგან. გამიკეთებია ეს და არაერთხელაც, შედეგიც მიმიღია.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"