ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > GNP-ის წარმოებული ვაშლის ძმარი „ოდა“ ჩემი მე-20 დღის შენაძენია

GNP-ის წარმოებული ვაშლის ძმარი „ოდა“ ჩემი მე-20 დღის შენაძენია

GNP-ის წარმოებული ვაშლის ძმარი „ოდა“ ჩემი მე-20 დღის შენაძენია. ნახევარ ლიტრიანი ბოთლი 2.8 ლარი ღირს. ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველგან. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გადის ექსპორტზეც.

ცნობისათვის, GNP – Georgian Natural Product ვაშლის ძმრის გარდა ბევრი სხვა სახის ნაწარმსაც აწარმოებს. მათ შორისაა ტყემლები, საწებლები, რომლებიც ასევე ხშირად შეგხვდებათ დახლზე.

დღევანდელი ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.