ჩემი კარგებო,
[please read the English version below the page]მე კარგად მესმის რაოდენ გაინტერესებთ ხოლმე ყველაფერი ის, რაც ქართულია და კარგია, ამიტომ ყველა მსგავს ღონისძიებას სათანადო ყურადღებას დავუთმობ … როგორც კი გავიგებ გაცნობებთ რაც ხდება, ხოლო როცა კი ვესტუმრები მინიმუმ ასეთ კოლაჟებს შემოგთავაზებთ.
Farmer Market – გაყიდვებზე ორიენტირებული ისეთი ტიპის ღონისძიებების მსოფლიო სახელწოდებაა [ბრენდ სახელია], რომლებზედაც ძირითადში სასოფლიო-სამეურნეო პროდუქტები იყიდება. QSI-ს BRAVO პირველი Farmer Market -ის ორგანიზებისათვის. ადგილზე რაც ვნახე მოლოდინს გადაჭარბა. ბევრი იყო მონაწილეც და სტუმარიც … იმდენად ბევრი, რომ ზოგ კომპანიას პროდუქტი სწრაფად გაეყიდა და დახლზე პროდუქტის დამატებაც კი დასჭირდა.
პირველი ქართული Farmer Market სულ 4 საათი გრძელდებოდა … მისვლიდანვე დავიწყე „ჩამოვლა“, ყველა მწარმოებელი გავიცანი, სურათები გადავიღე, საკონტატო ინფორმაცია ჩავინიშნე და როცა საქმეს მოვრჩი თურმე ის 4 საათიც გაფრენილა … და დავრჩი ბარბექიუს გარეშე …
ამ კოლაჟში გთავაზობთ მხოლოდ სურათებს … მე ყველა მწარმოებლის/მონაწილის ინფორმაცია ჩანიშნული მაქვს თითოეულის შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. ორგანიზატორებს კი ვპირდები შემდეგს: კიდევ როცა გააკეთებთ ცოტა ადრე გამაგებინეთ [kar.ge-ზე ანონსი მხოლოდ 2 დღით ადრე დავდეთ], დროულად დავიწყოთ მზადება და რიგიან საინფორმაციო მხარდაჭერასაც გაგიკეთებთ!
ხშირად შემოიარეთ ხოლმე kar.ge-ზე …
English Version
Dear visitors,
I clearly understand your interests towards all what is Georgian & Good [კარგი=kar.ge], therefore I will always pay due attention to all events like this … Once I get information, I’ll inform you and make the review like this after attending it.
The Farmer Market – is the world known brand for the events, where the farmer products are presented and sold. BRAVO QSI for organizing the first Farmer Market in Georgia. What I saw there exceeded all my expectations. There were many participants and visitors … so many that one company had to deliver another party of their products to fill in the emptied stands.
The first Farmer Market last only 4 hours. I started to meet the participants since I got there. I was asking questions, taking photos, gathering the contact information and once I was done all 4 hours were gone … and I missed the barbecue …
This review is just a set of pictures, but that is what I intended it to be. Take a look yourself. I promise to the organizers, that if you decide to organize the next similar event in the future, please let me know in advance to do proper support from kar.ge. More preparation means more visitors which is good for all.