მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა

წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა ჩემი პრაქტიკის დიდ ნაწილს შეადგენს. სწორედ ესაა იმ კალიბრის თემა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ხოლმე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარეც (მოძრაობა KAR.GE-ს ვგულისხმობ). აქ შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე (და თან მრავალ ინდუსტრიაში) დაწყებული წარმოების საშუალებების სპეციალურად აწყობის საკითხიდან დამთავრებული კონკურენტული ანალიზით. მაგრამ ამ კონკრეტული სტატიისთვის ერთ “კოპწია” თემას ავარჩევ შეგნებულად იმიტომ, რომ ამ თემას საერთოდ არ ითვალისწინებენ ხოლმე როცა ახალ საწარმოს აკეთებენ (ძირითადში საკვები პროდუქციისას) და პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით სურთ სავაჭრო ქსელების მეშვეობით.

მწარმოებელთა დიდი ნაწილი ხშირად ვერც კი ხვდება, რომ როგორც მწარმოებელი იგი ორი დონის კონკურენციაში ერთვება და ამ საკითხის წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერის ეტაპზე სწორად გააზრების გარეშე კრახი გარანტირებულია!

ერთია კონკურენცია პროდუქტის დონეზე [product level competition]. ამ დროს მაგალითად ქართული წვენი უცხოური წვენის ან მეორე ქართული წვენის წინააღმდეგ გამოდის ბაზარზე. კამპანიის მიზანი არის დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მისი ჯობია. მაგალითად კამპა ბროწეული ცდილობს დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მისი ბროწეულის წვენი სანტალის ბროწეულზე უკეთესია (სხვადასხვა პარამეტრებით) ამიტომ, ამიტომ და ამიტომ. შედეგად თუ მომხმარებელი დარწმუნდება, მას დროთა განმავლობაში ბრენდის ლოიალობა განუვითარდება და გახდება პოტენციური მყიდველი იქ, სადაც პროდუქტი დახვდება. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში აქცენტს გააკეთებს ქართულ ნაწარმზე, კონკრეტულად კი კამპას ნაწარმზე (ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იყიდის).

მეორეა კონკურენცია ქსელის დონეზე [retail level competition], როცა ქართული ნაწარმი დევს ქსელში (აქ უნდა იბრძოლოს დახლისთვის და გადაიხადოს საამისოდ), რომელიც მეორე ქსელის წინააღმდეგ კონკურირებს (ქსელმა უნდა აკეთოს აქციები, რომელიც მწარმოებლის ბეჭებზე გადადის). მაგალითაც, როცა გუდვილი ეჭიდავება კარფურს, ან ორი ნაბიჯი ეჭიდავება ნიკორას, ან ნიკორა ეჭიდავება კარფურს. გარდა კონკურენციისა ამ დონეზე “იტისკება” მწარმოებელი იმის გამოც, რომ დახლზე დადება ფული ღირს, აქციები მწარმოებლის ბეჭებზე გადადის, ფულის მიღებისას დროში დაგვიანებაა, მწარმოებელი ქსელიდან შეიძლება გამოუშვან ნებისმიერ დროს თუ ქსელს „თამაშში“ არ აჰყვება, და კიდევ უარესი: იმის გამო რომ ერთ ქსელში არის შესული კონკრეტული ფასით მისი ნაწარმი, სხვა ქსელთან საუბარი უკვე არის ურთულესი.

სულ რამოდენიმე კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც აწარმოებს ხელმისაწვდომ და ასე თუ ისე სახელიან ნაწარმს, რომელიც დევს ქსელში და ფიზიკურადა ხელმისაწვდომია მოსახლეობის მიერ მასიურად. ასეთი ბრენდი არის მაქსიმუმ 50 და მათ შეუძლიათ როგორც სარეკლამო კამპანიის გაკეთება, ასევე დახლზე პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფა. ასევე ჰყოფნით „კუნთები“ და „კბილები“, რომ დაიცვან თავიანთი პოზიციები.

მწარმოებლის მხრიდან ამ საკითხის არასწორად გააზრების საფრთხე ისაა, რომ იწვალებ, შექმნი წარმოებას, აწარმოებ პროდუქციას, მერე კი გაიხედავ, გამოიხედავ და მიხვდები, რომ თურმე ბაზარზე მუშაობა და ქსელებში პროდუქციის შეტანა ცალკე “მაფია” ყოფილა! ამიტომაც “წამალი” აქ არის თავიდანვე შეხვდე ქსელებს და განსაზღვრო დისტრიბუციის სტრატეგია და შექმნა პროდუქტი შესაბამისად (ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ხშირად “ზემოდან” ჯობია დაწყება)! ასე რომ, წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ისეთი რამის წარმოებაა საჭიროა, რომ ერთის მხრივ product level competition წარმატებით მოიგო, მეორეს მხრივ კი retail level competition-ში მოიპოვო მყარი ადგილი. ეს ყველაფერი კი დაგეგმვის ეტაპზევე უნდა გაიაზროთ.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"