მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > „გერმანელი ყასაბი“-ს მოხარშულ-შებოლილი უგემრიელესი ბავარიული გამოწვევის 24-ე დღის პროდუქტია

„გერმანელი ყასაბი“-ს მოხარშულ-შებოლილი უგემრიელესი ბავარიული გამოწვევის 24-ე დღის პროდუქტია

უგემრიელესი მოხარშულ-შებოლილი ბავარიული ვიყიდე დღეს
გლდანში, უნივერსამში
მწარმოებელი – „გერმანელი ყასაბი“
არ მოგერიდოთ, იყიდეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით!

ISO:22000 სერტიფიცირებული შპს “გერმანელი ყასაბი 2010” ქართველი და უცხოელი ტექნოლოგების მიერ 2010 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20-ზე მეტი დასახელების 100%-ით ნატურალური უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს. ასორტიმენტშია მოხარშული, შებოლილი და ნახევრადშებოლილი ნაწარმი, ასევე სოსისები და შაშხები.

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"