ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
DELTA ფართოვდება და 170-მდე ვაკანსიებს აცხადებს!

DELTA ფართოვდება და 170-მდე ვაკანსიას აცხადებს!

ჩემო კარგებო,

იხილეთ 2030-ის ვიდეო რეპორტაჟი, რომელიც ქართველი მამლუქების მორიგი ეშელონის საუდის არაბეთში გაცილებას ეხება. თუმცა არა მხოლოდ …

მთავარი გზავნილებია:

1. DELTA-ს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით ცხელი თემებია MEDEVAC-ები და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები;

2. DELTA ფართოვდება და ვაკანსიებს აცხადებს პროფესიონალ შემდუღებლებზე, ზეინკლებზე და ა.შ.

3. მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც მსგავსი პროდუქციის წარმოება შეუძლია. იამაყეთ!

მართლა მეამაყება ასეთ ქართულ ნაწარმს რომ ვხედავ …
დიდი სიამოვნებით დავწერდი kar.ge-ზე DELTA-ს თითოეული ნაწარმის შესახებ!


მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ ქართულ საქმეში თავისი წვლილი აქვს შეტანილი!