მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე #6 – ბექას ნობათში [ბახტრიონის 13] ნაყიდი უგემრიელესი ლაბასხმული (ხალადეცი)!

დღე #6 – ბექას ნობათში [ბახტრიონის 13] ნაყიდი უგემრიელესი ლაბასხმული (ხალადეცი)!

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს …

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია აგორდა …

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

 

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

 

ლაბასხმული          

უნდა ვაღიარო, რომ ლაბასხმული ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს, მაგრამ მთელი დღე მოშიებული სახლში რომ მივედი და ვეძგერე, აღარაფერი გადამირჩა. ძაააალიან ვისიამოვნე!

 

ბექას ნობათი

ფერმერული პროდუქციის ქსელია, რომელიც ეხლა იწყება განვითარებას. ჯერჯერობით ორი ობიექტი აქვს თბილისში: ბახტრიონის 13 და დოლიძის 34-ში.

რა იყიდება ბექას ნობათში? ხბოს ხორცი, ცხვრის ხორცი, ბატკნის ხორცი, ღორის ხორცი, გულ-ღვიძლი, იმერული ყველი, რაჭის ნატურალური თაფლი, სულგუნი, ნადუღი, რამოდენიმე სახის სოფლის მაწონი, ასაწონი ქარაქი, რამოდენიმე სახის არაჟანი, ქობულეთურის პროდუქცია, სულგუნის ფირფიტები, ქარხნის ყველი, მთის ყველი, ერბო, რძე, იმერული ქარხნის ყველი, სუნელები და აჯიკები, კუპატი, შებოლილი კუპატი, აფხაზურა, ფარში, ხაში, ლორი, საქონლის ენა, ხალადეცი, ნოზაძის ქათამი, მწყერისს ხორცი, კურდღლის ხორცი და ა.შ. მწყერის კვერცხიც კი.

ბუნებრივია სავაჭრო ობიექტში მხოლოდ ბექას გონაშვილის ოჯახის საწარმოების ნაწარმი არ იყიდება. ბევრი მეგობარი ფერმერი ვინც იციან თუ როგორი რუდუნებით შრომობს და აწარმოებს ქართულს, ასევე ყიდის იქ თავის პროდუქტს. ვინაიდან ბექას საწარმო – აგროქიზიყი აწარმოებს ცხოველის და ფრინველის საკვებს, მასთან კავშირში მყოფი ფერმერებისთვის თბილისში პროდუქციის რეალიზაციის შანსი უკვე ძალიან დიდი ხელშეწყობაა.

ბექას ნობათი” – ეს არის ქართული სავაჭრო ობიექტის ბრენდი, სარეალიზაციო წერტილი თბილისში იმ ფერმერებისთვის, ვინც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"