მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე #18 – შავი ჩაი, მაღაზია მუზეუმი სარჩო

დღე #18 – შავი ჩაი, მაღაზია მუზეუმი სარჩო

მაღაზია მუზეუმი სარჩო
ამ ორიოდ დღის წინ ვეწვიე თაბუკაშვილის 22-ში …
უცნაური ობიექტია …

ერთის მხრივ ეს არის მინი მუზეუმი, სადაც ღვინის მე მგონი ყველა ატრიბუტი ადგილზეა ქვევრიდან დაწყებული ორშიმოთი დამთავრებული, რომ დაინტერესებული ადამიანი გაეცნოს …

მეორეს მხრივ ეს მაღაზიაცაა, ოღონდ სხვანაირი მაღაზია …

დგას დახლ-მაცივრები სადაც ქართული შოკოლადიდან დაწყებული კაკაოს ცხიმით დამთავრებული რამოდენიმე ერთეული პროდუქტი იყიდება [ძალიან ცოტა] …

ამავდროულად იქ არის საცხობი და ცხვება ხაჭაპური, ლობიანი და ა.შ. [სუნზე იგრძნობოდა რომ უგემრიელესი იქნებოდა], რომელთა მირთმევა ადგილზე შეიძლება. 10-მდე მაგიდაა და 40-მდე სკამი … მოკლედ კაფეცაა რა …

იქვე იყიდება ჩამოსასხმელი ლაღიძის წყალი, სხვადასხვა არომატები, ანუ გემრიელ ხაჭაპურს შეგიძლია ქართული წყალიც მიაყოლო…

 

მოკლედ, ამ ყოვლად უცნაურ ობიექტში შავი ჩაი ვიყიდე …

100 გრამი პაკეტში …

7 ლარი გადავიხადე …

რაღაც უნდა აუცილებლად მეყიდა, თან სახლში შავი ჩი გამოგველია და …

თორემ მოდით ვთქვათ სიმართლე: ჩაიში აშკარად ძვირი გადავიხადე!

მე შემოგთავაზებთ აუცილებლად ესტუმროთ მაღაზია მუზეუმ სარჩოს და თქვენი თვალით ნახოთ ყველაფერი. ღირს ნამდვილად! იცით რამდენს ვიგებ როცა მხოლოდ ქართული ნაწარმის სარეალიზაციო ობიექტებში დავდივარ?

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"