ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ვაჯამებთ Black Sea Blockchain Summit-ს, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს შედგა

მე, ტარიელ ზივზივაძე და Jan Robert Schutte ჰოლანდიიდან, CEO/Cofounder at CryptoAcademy and ICO Advisor Cryptics, Miniapps.pro/Kirik & Brixby (ტიტული სპეციალურად არ ვთარგმნე) ვაჯამებთ Black Sea Blockchain Summit -ს, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს შედგა.

Black Sea Blockchain Summit იყო კრიპტოსფეროში საქართველოში ჩატარებული ამ მასშტაბის პირველი საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც გახლდა SPOTCOIN. მადლობა SPOTCOIN-ს კარგად ორგანიზებული ღონისძიებისათვის და პირველ რიგში იმ კონტატებისათვის და ცოდნისთვის, რაც მე იქ გავაზიარე და შევიძინე.

მე ვიყავი ე.წ. Keynote Speaker და ჩემი თემა იყო „საქართველოში ბლოკჩეინ პროექტის რეალიზაციის გამოცდილება, გამოწვევები და აღმოჩენები“. რა პროექტზეა საუბარი? მოძრაობა KAR.GE-ს მომავალი ინიციატივაზე, რომლის გაჟღერებაც ჯერ ადრეა და ზუსტად იმ გამოწვევების გადაჭრაზეა ორიენტირებული, რისთვისაც მოძრაობა KAR.GE იღწვის უკვე წლებია.