მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > იამაყეთ! პირველი BIO სერტიფიცირებული ასკილის წვენი 03 საქართველოში
ასკილის წვენი

იამაყეთ! პირველი BIO სერტიფიცირებული ასკილის წვენი 03 საქართველოში

ძალიან მიყვარს სოფელში ჩემი ხელით შეგროვილი ველური ასკილის ნაყოფით დაყენებული ასკილის ჩაი. მაგრამ ასკილი ჩამოსხმული წვენის სახით პირველად დაახლოებით 1 წლის წინ დავაგემოვნე გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“. გავსინჯე და შემიყვარდა!

ამ მომენტში BPC ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BIO სერტიფიცირებულ ასკილის წვენს აწარმოებს. 03 ამ კონკრეტული პროდუქტის „კოდია“. სტატიის წერის დროს მწარმოებელს დავუკავშირდი და როგორც აღმოჩნდა საქართველოში არის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია წარმოების ბიო სერტიფიცირება და სერტიფიკატის გაცემა. ეს არის Caucacert. პროცედურა არც ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ამაში ენერგიის ჩადება ნამდვილად ღირს. მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც სიტყვები ბიო, ეკო, ნატურალური დიდი თემაა და მარტივად არავის ენიჭება. ეწვიეთ BPC ვებსაიტს და Facebook გვერდს და გაიცანით კომპანია.

ბიო სერტიცირებული ასკილის წვენი

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანია იძულებით გადაადგილებულ 20-მდე ოჯახს ასაქმებს ასკილის შეგროვებისა და გადამუშავების პროცესში.

ამას იმიტომ ვწერ, რომ თქვენს გონებაში მოინიშნოთ: საყიდლებზე როცა გახვალთ მოიკითხეთ BPC-ს BIO სერტიფიცირებული ასკილის წვენი. ეს 250 მილილიტრიანი ბოთლი ნიკორას სავაჭრო ობიექტში დამხვდა 2,1 ლარად.

თქვენ გაგისინჯავთ? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"