ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სტარტაპ საქართველო

5 რჩევა – სტარტაპ საქართველო

2016 წლის 17 ივნისს ოფიციალურად დაფუძნდა “სტარტაპ საქართველო” – სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და თამამად შეიძლება დღევანდელი მთავრობის მიღწევად შეფასდეს, ეს ულაპარაკოდ!

იმავე დღეს გაეშვა http://startup.gov.ge/ – სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ოფიციალური ვებსაიტი სრული ინფორმაციით.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

ჩვენი მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე KAR.GE-ს ჯგუფი 17 ივნისიდან ჩავუჯექით არსებული ინფორმაციის გაანალიზებას.

და აი პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა აქვს განზრახული.

მთავარი შეკითხვა:  მაქვს თუ არა ჩემი სტარტაპისთვის დაფინანსების მოპოვების შანსი?

1. დიახ. პროგრამის დოკუმენტაციიდან ნათელია, რომ სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა და დაფინანსების მოპოვების შანსი აქვს აბსოლუტურად ყველას [არა მხოლოდ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებზე].

პროგრამაში ორი მიმართულებაა: 1) მაღალტექნოლოგიური იდეები და 2) ინოვაციური იდეები.

მეორის ფარგლებში პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე ბიზნეს გეგმა შეიძლება წარადგინო დასაფინანსებლად, თუნდაც ის იყოს სრული სიგიჟე.

2. მაღალტექნოლოგიური იდეები მოიცავენ ისეთ ბიზნეს იდეებს, რომლებიც გათვლილია მსოფლიო მასშტაბზე გამიზნული აპლიკაციის, თამაშის, სერვისის და ა.შ. შექმნაზე.

ამ შემთხვევაში განაცხადის ფორმის შევსება ინტერნეტით ხდება. აქ ძირითადში ახალგაზრდა სტარტაპერები ჩაერთვებიან, რომლებიც უკვე 2 წელია იქოქებიან საქართველოში (ეს სტატია 2016 წელს დაიწერა).

განაცხადების მიღება ამ კომპონენტში დაიწყო 2016 წლის 17 ივნისს და გაგრძელდება 17 ივლისის ჩათვლით [ერთი თვე].

3. ინოვაციური იდეების დაფინანსება გულისხმობს პრაქტიკულად ნებისმიერი იდეის დაფინანსებას, რომელშიც ინოვაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

მაგალითად, პროგრამა არ დაგიფინანსებთ ჩვეულებრივი სათბურის გაკეთებას, მაგრამ თუ გინდათ სათბური მოაწყოთ წვეთოვანი მორწყვის და სხვა დანახარჯეფექტური ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, მაშინ კი ბატონო, გზა ხსნილი გაქვთ.

გსურთ ინოვაციური პროდუქტი [თხის რძის პროდუქცია] აწარმოოთ? კი ბატონო.

გსურთ ინოვაციური მარკეტინგული სერვისი შექმნათ? კი ბატონო.

ინოვაციური ბარი [ხელსაწყო] გამოიგონეთ და სერიული წარმოება გნებავთ? კი ბატონო.

პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება გაიყვანოთ ამ ჭრილში თუ ჭკუას მოიხმართ და ბიზნეს პერსპექტიულ თემას „ჩაავლებთ“.

განაცხადების მიღება ამ კომპონენტში დაიწყო 2016 წლის 17 ივნისს და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით [თითქმის თვენახევარი].

5 პრაქტიკული რჩევა მათ, ვინც სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა გადაწყვიტა

რჩევა #1: კარგად შეისწავლეთ პროგრამის მასალები

არ ვხუმრობთ, “მამაო ჩვენო”-სავით უნდა შეისწავლოთ http://startup.gov.ge/-ზე არსებული ინფორმაცია და თვალყური ადევნოთ სიახლეებს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ინოვაციურ იდეებზე მოითხოვება საკმაოდ სერიოზულ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა [მაღალტექნოლოგიურ იდეებზე ბიზნეს გეგმა არ მოითხოვება საერთოდ] და პირობებიც საკმაოდ მკაცრია.

ბიზნეს გეგმა ამ შემთხვევაში ორი დოკუმენტის ერთობლიობაა: 1) ბიზნეს გეგმის ფორმა, 2) ფინანსური მოდელის ფორმა. გულდასმით შეისწავლეთ თითოეული მათგანი.

შენიშვნა: საქართველოში არასოდეს დამდგარა ბიზნეს გეგმის საჭიროება ისე, როგორც დღეს და ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს როგორც ძალიან კარგი! ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბიზნეს გეგმის გარეშე საქმის დაწყება არ შეიძლება და მადლობა პროგრამის მესვეურებს, რომ სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა იოლ გასეირნებად არ გადააქციეს და ასეთი მაღალი თამასა დააყენეს თავიდანვე.

რჩევა #2: თქვენი სტარტაპის ბიზნეს გეგმა ნამდვილად უმაღლეს დონეზე უნდა მოამზადოთ.

თუ თქვენ არ იცით ბიზნეს გეგმის დაწერა, დაიქირავეთ პროფესიონალი.

სასურველია მუშაობის პროცესში ისწავლოთ თქვენც და შემდეგში უკვე თავად შეგეძლებათ პროექტების დაწერა.

პრობლემა რეალურად იმაშია, რომ სტარტაპების დაფინანსების პროგრამისათვის საჭირო ბიზნეს გეგმას 10-დან 9 მსურველი სტარტაპერი ვერ გააკეთებს.

მე 20+ წელია ამ სფეროში ვმუშაობ, გამიკეთებია ბიზნეს გეგმები და საინვესტიციო პროექტები სხვადასხვა სფეროებში: კაფე, საკონდიტრო, ქათმის ფერმა, სამაცივრე მეურნეობა, SPA სალონი, სამშენებლო პროექტების ბიზნეს გეგმები [მაგალითად DIRSI] და პირდაპირ ვამბობ, რომ ამ დონის ბიზნეს გეგმის მომზადებას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა და უნარები, რომელიც სტარტაპებს არ აქვთ და ვერც ექნებათ, იმიტომ რომ აქამდე მათთვის ბიზნეს გეგმა არავის მოუთხოვია, ბანკსაც კი.

ბიზნეს გეგმის დასაწერად სპეციალისტის აყვანა დაგჭირდებათ.

გაითვალისწინეთ, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და დროც სჭირდება. გადაიხდით? ღირს თქვენი სტარტაპი ამ „ინვესტიციად“?

არა?

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ “გენიალური” იდეაა საკმარისი გამარჯვებისათვის, რა თქმა უნდა ცდებით!

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა ადვილია, ესეც მეორე შეცდომა!

ხოლო თუ თქვენ არ აფასებთ იმ შრომას, რასაც ბიზნეს გეგმის დაწერა ჰქვია და „იაფში გამოსვლას“ მოინდომებთ, ესეც კიდევ მესამე შეცდომა!

ბიზნეს გეგმის დაწერა მომსახურებაა და ვისთანაც რასაც გადაიხდით, იმ ხარისხის პროდუქტს მიიღებთ.

შედეგად კი მოხდება ის, რაც ხდება ხოლმე: მართლა შეიძლება გქონდეთ პერსპექტიული იდეა, მაგრამ ცუდად დაწერილი ბიზნეს გეგმის გამო იმედები გაგიცრუვდებათ.

რჩევა #3: ფრთხილად ფინანსურ კალკულაციებთან

ყოველი თეთრი დეტალურად უნდა გათვალოთ რამდენიმე წლის წინსწრებით. ეს პირველ რიგში თქვენთვისაა საჭირო და არა „სტარტაპ საქართველო“-სათვის, თუმცა ეს უკანასკნელი ითხოვს.

სტარტაპების დაფინანსების პროგრამა გარანტიებს ან გირაოს არ გთხოვთ, მაგრამ ის ფულს სესხად გაძლევთ, თან წლიურ 12%-ად.

ტიპიური სცენარი იქნება შემდეგნაირი: დავუშვათ მაქვს ინოვაციური სათბურის იდეა და პროექტი ჯდება 100,000 ლარი. აქედან 10% მაინც, ანუ მინიმუმ 10,000 მე უნდა ჩავდო, 90,000-ით პროგრამა შემოდის. ეს 90,000 არის წელიწადში 12%-იანი სესხი, რომელიც მაქსიმუმ 10 წლის მანძილზე უნდა გადავიხადო [ფინანსური მოდელის ფორმაშია მითითებული 12 %]. 10 % ფინანსური თანამონაწილეობის სანაცვლოდ მეძლევა 10%+40% წილი ბიზნესში [40% წილი ბიზნესში მხოლოდ იმიტომ, რომ იდეა ჩემია], ხოლო შპს “სტარტაპ საქართველო”-სი კი იქნება 90%-მდე ფინანსური მონაწილეობა და 50%-მდე ბიზნესის წილი.

კი მართალია არანაირი გარანტიები/გირაო არ მოითხოვება და ბიუჯეტი / თანამონაწილეობის პროცენტი ზოგ პროექტში ცოტა მეტი იქნება, ზოგან ნაკლები, მაგრამ ასეთი სესხი ხუმრობა არაა.

მზად ხართ თქვენი 10,000 ჩადოთ და 50% წილი გექნეთ ბიზნესში, რომელსაც ავტომატურად გიჩნდებათ 90,000 ლარიანი ინვესტორი [რომელსაც წელიწადში 12% უნდა უხადოთ სესხზე] 50% წილით [რომელიც უნდა გამოისყიდო გაურკვეველი პირობით] მომავალი 5-10 წლის მანძილზე?

ამ მზადყოფნას მხოლოდ მაშინ შეაფასებთ, როცა პროფესიონალურ დონეზე დაწერილ ბიზნეს გეგმას მოამზადებ, სადაც ყველა ფინანსური ელემენტი დეტალებში იქნება გაშიფრული. სხვანაირად შეფასება შეუძლებელია!

რჩევა #4: თქვენი ბიზნეს გეგმა უნდა შეიცავდეს ინვესტორისათვის შეთავაზებას. ფრთხილად იყავით რაზე დათანხმდებით და რას მოაწერთ ხელს

თუ თქვენ კონკურსში გაიმარჯვებთ, პროგრამაში მონაწილეობისათვის დაფუძნდება ახალი კომპანია.

მეწილეები იქნებით ერთის მხრივ თქვენ, მეორეს მხრივ შპს “სტარტაპ საქართველო”, რომელიც არის საპარტნიორო ფონდის მიერ 17 ივნისს დაფუძნებული შპს [საიდენტიფიკაციო კოდი 404515468].

ანუ საქმეში შემოგყავთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს. ამ ეტაპზე კი გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც ყოველი პირობა იქნება გასაკუთრებით კარგად გასააზრებელი.

მთავარია იქამდე მიხვიდეთ ხომ?

არც მასეა საქმე.

იმ ხელშეკრულების მომზადებისას თქვენს ინტერესებს ვინ დაიცავს?

აუცილებელია ეს ელემენტიც ბიზნეს გეგმის დაწერისას გაითვალისწინოთ და გაიაზროთ.

გარწმუნებთ, სახელმწიფო ფულით დაფინანსებულ პროგრამაში ყოველ თეთრზე პასუხს გაგებინებენ თუ რამე არასწორად წავიდა.

რჩევა #5: თუ ეხლა ვერ მიიღებთ დაფინანსებას არა უშავს, მერეც გექნებათ შანსი.

შპს “სტარტაპ საქართველო”-ს და მთლიანობაში სტარტაპების დაფინანსების ინიციატივას დიდი მომავალი აქვს და იმედი მაქვს ვერცერთი არჩევნები ვერ შეაყოვნებს და ვერც ერთი მთავრობა ვერ შებღალავს მის იმიჯს.

მთავარია თავად პროგრამამ დადოს შედეგი. პროგრამის მესვეურები ოფიციალურ საიტზე აცხადებენ, რომ პროგრამა წელიწადში ორჯერ გამოცხადდება და ბიუჯეტიც ადექვატურად გაიზრდება.

მთავარია ყველა ინოვატორ ადამიანს ესმოდეს, რომ თუ მას აქვს პერსპექტიული ბიზნესის იდეა, ფინანსურად გვერდში მდგომი სახელმწიფოს სახით შეიძლება ჰყავდეს.

რა თქმა უნდა არის დაუზუსტებელი საკითხები, მაგალითად როგორ მოხდება სტარტაპის მიერ პარტნიორის წილის გამოსყიდვა, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში რა მოხდება და ა.შ., მაგრამ ეს კონკურსი პირველად გამოცხადდა გამოცხადდა, პირველი “მშობიარობა” გაჭირდება, მაგრამ დაიხვეწება. მე ვიმედოვნებ და ყველა წინაპირობას ვხედავ [იმის საფუძველზე რა გზაც გაიარა GITA-მ დაფუძნების დღიდან და რა შედეგებიც დადო დღემდე], რომ ეს პროგრამა გაგრძელდება და ქართულ ნიჭს და უნარებს გზა ფართო მიეცემათ ქვეყნის, ქართული ბიზნესის და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ!

PS 1

გთავაზობთ მომსახურებას – ბიზნეს გეგმის დაწერა.

ჩვენ ვიცით რა მოთხოვნებია სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში და გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენი მომზადებული ბიზნეს გეგმა იქნება უმაღლესი დონეზე!

დაგვიკავშირდით ტელეფონზე – 577 73 79 64.

PS 2

სიმართლე გითხრათ, ამ საინფორმაციო სტატიის დაწერას დიდი ენერგია შევალიე.

თუ თვლით, რომ იგი სასარგებლოა, გთხოვთ გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მივიდეს.

PS3

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ახალი პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ საკმაოდ ყურადღებიანი ხალხის ხელშია. ჩვენს 2 დღის წინანდელ სტატიაში – “ 5 პრაქტიკული რჩევა თუ სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა გსურთ“, რომელიც ბომბივით გავარდა, აღნიშნული გვქონდა, რომ ინვესტიციაზე იყო წლიური 12%. ეს ძალიან სერიოზული “ხარაკირი” იყო დაინტერესებული საქმიანი საზოგადოებისათვის და ამას ხაზი გავუსვით კიდეც. საბედნიეროდ ის ფაილი შენახული მაქვს. დღეს კი [დილით შევამოწმე], ჩვენი სტატიის დადებიდან 2 დღეში, ფინანსური მოდელის ფორმის ეს გვერდი “გაწმენდილია”, ანუ შეცდომა გამოსწორებულია.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: