მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #5 რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?

#5 რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?

ისეთი დრო დადგა, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა არა მხოლოდ საჭიროა, არამედ მას უკვე ითხოვენ [მაგალითად სტარტაპ საქართველო]. ამ პირობებში თუ ადამიანს იდეა გაქვს, ჯობია უკვე მის ჩამოყალიბებაზე ფიქრი დაიწყო …

თუ ბიზნეს გეგმა გჭირდება და დაწერა თვითონ ჯერ არ შეგიძლია, მაშინ მოგიწევს ამ საქმეში ამა თუ იმ ფორმით „გადახდა“ …

თუ ახლობელს მონახავ და „ჯიგრულ პონტში“ დაგიწერს, დიდი შანსია, რომ უხარისხო პროექტი მიიღო. ბევრი შემხვედრია ასეთი …

თუ ბიზნეს გეგმის დაწერას შეუკვეთთ არაკვალიფიციურ პირს, ამ შემთხვევაშიც უხარისხო პროექტს მიიღებთ … ასეთიც ბევრი შემხვედრია …

უხარისხო ბიზნეს გეგმა ნიშნავს იმას, რომ თქვენი გენიალური იდეა ჩანასახშივე ჩაკვდება!

ერთადერთი ჭკვიანური გზა ამ დროს არის ბიზნეს გეგმის დაწერა შეუკვეთო კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელმაც იცის თავისი საქმე. თან შეუკვეთო ისე, რომ პროცესში თვითონაც ისწავლო რაც შეიძლება მეტი. ეს იაფი არაა, მაგრამ თუ გინდა შედეგი, მოგიწევს გადახდა!

მოკლედ, შენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ დიდწილად განაპირობებს თუ რას მიიღებ ბოლოში … ფურცლების უბრალო გროვას, თუ რეალურად ხარისხიან დოკუმენტს, რომელიც დაგანახებს ფულს როგორც შენ, ასევე ინვესტორს და გაკაფავს გზას წარმატებისკენ.

არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ზედმეტად ვახდენ თვითრეკლამირებას, მაგრამ რომ დავფიქრდი ამ თემის წარმოდგენა ისევ და ისევ პრაქტიკულ მაგალითზე ჯობია …
საკუთარ მაგალითზე …
თან გაგიზიარებთ შეფასების ჩემეულ მეთოდიკას …
პარალელურად კი აგიხსნით რა ჯდება ბიზნეს გეგმის დაწერა …

დავუშვათ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე …
ან მომივიდა PM Facebook-ზე …
ან მომივიდა ელ. ფოსტა …
… მიკავშირდება ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ბიზნეს გეგმის დაწერა …
პირველი, რასაც ვცდილობ არის გავარკვიო რას ეხება თემა …
ფერმა უნდა, სამშენებლო პროექტია, საწარმოა თუ რა არის ის, რისი ბიზნეს გეგმაც უნდა …
ვცდილობ დეტალებში გავერკვე, ღრმა დეტალებში …
იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ტელეფონში, 10 წუთიან საუბარში …
ანუ ყველა შემთხვევაში პირველი საუბარი ხდება ტელეფონში …

რატომ ტელეფონში?
იმიტომ, რომ პირველი კონტაქტისთვის ტელეფონი სრულიად საკმარისია …
არცერთ შემთხვევაში არ შევხვდები მხოლოდ პირველი საუბრისთვის …
ჩემთვის პირველი კონტაქტი აუცილებლად არის სატელეფონი საუბარი …

რატომ მაინტერესებს ეს ყველაფერი [ტელეფონში]?
იმიტომ, რომ მე მინდა გავიაზრო სიტუაცია …
მინდა გავიგო იმდენი, რამდენიც საკმარისია რომ შევაფასო დასახარჯი შრომა …
და მას შემდეგ რაც ეს მოხდება მე უკვე შემიძლია დროის და ფასის თქმა
დრო ყოველთვის არის 2-4 კვირა …
[თუ რა თქმა უნდა დამკვეთმა რამე არ დამიგვიანა] ვეუბნები, რომ ფასი დაიწყება 4,000 ლარიდან პროექტზე …
სადამდე გაიზრდება? დამოკიდებულია ბევრ რამეზე …

რატომ ეს ფასი?
ეს მინიმუმია, მცირე პროექტზე, რომელიც მაგალითად ძალიან კარგად ვიცი [თემა] …
მას შემდეგ რაც დამკვეთს ამას ვეტყვი [დროს და ფასს] ტელეფონში, ის დაფიქრდება …
თუ მას საქმე უღირს ამად, შევხვდები და დეტალურად გავიაზრებთ სიტუაციას შეხვედრისას …
თუ არ უღირს, მეც გადავრჩები, იმიტომ რომ ამაზე ნაკლებად არც მე მიღირს…
იმიტომ რომ ბიზნეს გეგმის დაწერა დიდი შრომაა, დიდი ინტელექტუალური შრომა …
რომელსაც ადამიანი, რომელსაც ამ თემაზე არ უმუშავია ვერ ხვდება, ვერ აფასებს …

თუ დათანხმდა მერე რა ხდება?
შევხვდებით …
შეხვედრისას უკეთ გავერკვევი საკითხში …
ოღონდ არა საქმეში მხოლოდ, არამედ ადამიანშიც, ადამიანთან გუნდშიც …
მინდა ვიცოდე ვისთან მაქვს საქმე …
ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია …
შედეგად დაზუსტდება ფასი და დრო, ან უარს მე ვიტყვი პროექტზე …

რატომ შეიძლება ვთქვა უარი?
რთული სათქმელია …
მითქვამს იმიტომ რომ ან 1) იმ პროექტისგან არაფერი გამოვიდოდა, ან 2) დამკვეთს რეალურად ბიზნეს გეგმა არ სჭირდებოდა, და ან 2) დამკვეთი იყო არასაიმედო …

ანუ როგორ ვადგენ ფასს?
1. ვიაზრებ ამოცანას
2. ვაფასებ სამუშაოს მოცულობას
3. ვიაზრებ ვისთან მაქვს საქმე
და ამ დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა ბიუჯეტიანია პროექტი, 100 ათასიანი, 100 მილიონიანი თუ მილიარდიანი. მთავარი ნულები არაა, მთავარი თემის სიღრმე და სირთულეა.

10 ზარიდან, რომელიც შემომდის ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება 2 შეხვედრა შედგეს, იქედან კი 1 შეთანხმება შედგეს. ხანდახან ისიც არა. რატომ? მნიშვნელობა არა აქვს ამ სტატიის მიზნებისათვის …

რომ შევაჯამოთ:

bpl1ბიზნეს გეგმის დაწერა ეს არის ფრიად ინტელექტუალური მომსახურება და ეს მომსახურება ფული ღირს. მომსახურების შესრულება ითხოვს სათანადო ცოდნა და უნარებს, რომლებიც წლების განმავლობაში „ილესება“;

bpl2ბიზნეს გეგმის დაწერის/შედგენის ფასი ბაზარზე 1,000 ლარიდან იწყება. ხარისხიანი ბიზნეს გეგმის დაწერის ფასი კი 1500 აშშ დოლარიდან იწყება. ფასი იცვლება ერთის მხრივ შემსრულებლის კვალიფიკაციის, დროის და თემის მიხედვით, მეორეს მხრივ კი დამკვეთის მიხედვით;

bpl3თუ თქვენ ხარისხიანად მომზადებული დოკუმენტი გსურთ მაღალი მიზნებისათვის, ხოლო თვითონ არ იცით როგორ დაწეროთ ბიზნეს გეგმა, აიყვანეთ მაღალი დონის პროფესიონალი პირველივე ბიზნეს გეგმის დაწერისას და ისწავლეთ პროცესში. ორმაგად მოიგებთ;

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …
შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)

2. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)

3. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"