ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მადლი ფშაური მიწისა

ანონსი: 30 ივლისი, 12:00, დაბა სიონში: ფესტივალი „მადლი ფშაური მიწისა“!

ნეტარება იცი რა არის? აი, სურათზე რომ ხედავ, ტაფაზე, დამბალხაჭოა ის, ოღონდ დამდნარი. მასში რომ ლავაშს ამოუსვებ და მიირთმევ, ზედ კი ღაჟღაჟა წითელ ღვინოს მიაყოლებ … აი ეს …

შპს “სანათას სახლი” და ა(ა)იპ “ჩვენი ფშავი” სოფლის მეურენეობის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 2017 წლის 30 ივლისს გიწვევენ დამბალი ხაჭოს ფესტივალზე თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დამბალი ხაჭოს და სხვა ნატურპროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული კოლექტივების და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით. ღონისძიებაზე მოწვეული არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის საუკეთესო მთქმელები.

გაიმართება ტრადიციული კონკურსები საუკეთესო ხარისხის დამბალი ხაჭოს დამამზადებლის და დამბალი ხაჭოს თემაზე საუკეთესო ლექსის ავტორების გამოსავლენად.

ღონისძიება დაიწყება დღის 12.00 საათზე.

FB ღონისძიების ბმული >>