დასაწყისიდანვე …
მადლობა თითოეულ თქვენგანს …
2015 წლის 1-30 დეკემბერს მიმდინარე 30 დღიანი გამოწვევის თითოეულ მონაწილეს …
… იმისათვის, რომ მე რამოდენიმე დღეა ვფიქრობ თითოეულ აქ დაწერილ სტრიქონზე და 31 დეკემბერის მაგივრად ეხლა ვაქვეყნებ ამ ანგარიშს. დიდი სურვილი მაქვს არაფერი გამომრჩეს, მაგრამ თუ მაინც გულზე რამ დაგაკლდათ, ქვემოთ კომენტარში მიმითითეთ გთხოვთ …
ე.ი.
2015 წლის 25 ნოემბერს 2015 წლის დეკემბრის 30 დღიანი გამოწვევა დავაანონსე. ცნობისათვის, ჩემი პირველი 30 დღიანი გამოწვევა მე 2014 წლის 1-30 დეკემბერს გავაკეთე და სწორედ იმ გამოწვევამ ჩაუყარა საფუძველი მოძრაობა kar.ge-ს.
დავაანონსე და ვუყურებ Facebook გამოხმაურებებს. ვუყურებ და ყბა ნელ-ნელა ჩამოდის ქვემოთ … ვუყურებ და ვფიქრობ – „ვაი მე“ … ამდენი მსურველი თუ აღმოჩნდა როგორ გინდა წარმართო პროცესი?! ეხლა თუ ნახავთ ანონსის გვერდზე 320 ადამიანის კომენტარია დაფიქსირებული, რომელთა დიდი ნაწილის სურვილი რაიმე ფორმით გამოწვევაში ჩართვა იყო [ეს იმ დროს, როცა მე რეალურად 20-30 ადამიანის მოლოდინი მქონდა]. გაზიარებებს დააკვირდით, 1774-ია.
ცივმა ოფლმა დამასხა … სასწრაფო წესით იძულებული გავხდი 30 დღიანი გამოწვევის სქემა მთლიანად გადამეკეთებინა, რათა მასში მონაწილეობა მაქსიმალურად ადვილი ყოფილიყო ყველა მსურველისათვის. 30 დღიანი გამოწვევის გაახლებული გეგმა გავაცანი ჩემს მეუღლეს [და მრჩეველს] და 26 ნოემბერს გამოვაქვეყნე. სქემამ აშკარა მოწონება დაიმსახურა და ეს 33 კომენტარითა და 308 გაზიარებით აღინიშნა.
ამასობაში მეც დავფიქრდი თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო 30 დღიანი გამოწვევის შედეგი. ცოტათი გავაქანე გონება და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით სტატია გამოვაქვეყნე 28 ნოემბერს. იმ კალკულაციის გაკეთებისას მივხვდი თუ რას „ვეთამაშებოდით“ რეალურად და რამდენად შესაძლებელია GDP-ზე ზეგავლენა ერთი პატარა გამოწვევით დაიწყოს. 14 კომენტარი და 418 გაზიარება დაიმსახურა ამ სტატიამ.
ბოლოს კი, მიუხედავად იმისა რომ მართლად უმარტივესი მოქმედების სქემა ავაგე მონაწილეთათვის, მაინც დავწერე რამოდენიმე რჩევა საქმის გასაადვილებლად. ამან სულ რაღაც 2 კომენტარი და 55 გაზიარება „გამოიმუშავა“. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი ისედაც გასაგები იყო.
30 დღიანი გამოწვევის 2 სვლიანი მოქმედების გეგმა
სვლა 1 [ჩემი]: 1-30 დეკემბერის ჩათვლით მე ყოველ დღე 22:00-ზე kar.ge-ზე ვდებდი ერთი კონკრეტული ქართული პროდუქტის მიმოხილვით სტატიას. ჩვეულებრივ მე ვყიდულობდი პროდუქტს, ვუღებდი სურათს, სურათის ფაილს ვამუშავებდი, სტატიას ვწერდი, სურათს და სტატიას kar.ge-ზე ვტვირთავდი, შემდეგ ვაზიარებ მოძრაობა kar.ge Facebook გვერდზე და რამოდენიმე მეგობარ FB გვერდზე.
სვლა 2 [გამოწვევის მონაწილის]: გამოწვევის მონაწილეები მოძრაობა kar.ge-ს Facebook გვერდზე [მხოლოდ მოძრაობა kar.ge Facebook გვერდზე] გაზიარებულ სტატიას, 24 საათის ვადაში მის ქვეშ კომენტარის სახით ურთავდნენ მათ მიერ ნაყიდი ნებისმიერი ქართული ბრენდული პროდუქტის სურათებს მოკლე ტექსტთან ერთად და იქვე უთითებდნენ ჰეშტეგს #30დღიანიგამოწვევა.
ეს იყო და ესა. ადვილი გგონიათ? აბა სცადეთ 30 დღე აკეთეთ ეს მარტივი ქმედება. 320-მა ადამიანმა განაცხადა გამოწვევაში ჩართვის სურვილი ანონსის გვერდზე. 10%-ზე ნაკლებმა კი დაასრულა გამოწვევა ბოლომდე ისე რომ დღე არ ჩაუგდია.
და 2015 წლის 1 დეკემბერს დაიწყო მაგრამ რა დაიწყო …
თქვენი თვალით ნახეთ …
დღე #1 – ბებოს ჩურჩხელა
#30დღიანიგამოწვევა დაიწყოაი თქვენ პირველი პროდუქტი (y)ძალიან მაგარი პროდუქტი (y)100% საახალწლო პროდუქტი (y)ბებოს ჩურჩხელა გაგისინჯავთ?#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Tuesday, December 1, 2015
დღე #2 – ქართული წინდა
30 დღიანი გამოწვევის მეორე დღე …აი თქვენ კიდევ ერთი ქართული პროდუქტი (y)ძალიან მაგარი თან (y)ქართულ წინდას იცნობთ?#30დღიანიგამოწვევა გახურდააა ….#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Wednesday, December 2, 2015
დღე #3 – ნიკორა, კაიზერი
30 დღიანი გამოწვევის მესამე დღე …ნიკორას კაიზერი (y)უგემრიელესი სოსისი ბეკონითა და ყველით (y)#30დღიანიგამოწვევა#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Thursday, December 3, 2015
დღე #4 – მწვანე ჩაი შემოქმედი
30 დღიანი გამოწვევის მე-4 დღე …? ეს არის უმაღლესი ხარისხის ჩაი!? 100% ნატურალური!? გურიიდან :)გასინჯეთ და ისიამოვნეთ!#30დღიანიგამოწვევა#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Friday, December 4, 2015
დღე #5 – კოკლოზინა, აჭარული ბაქლავა
კოკლოზინა – აი ნამდვილი აღმოჩენა!ნაღდი აჭარული ბაქლავა თბილისში!ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კოკლოზინას აჭარული ბაქ…
Posted by მოძრაობა kar.ge on Saturday, December 5, 2015
დღე #6 – ჩირკოლადი
<3 გადასარევი პროდუქტი გვინდა გაგაცნოთ დღეს <3ჩირკოლადი = ჩირი + შოკოლადი#30დღიანიგამოწვევა, დღე #6#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Sunday, December 6, 2015
დღე #7 – ასკილის წვენი, bpc
<3 უმაგრესი ქართული ასკილის წვენის 3 სახეობა <3მათ შორის ბიო სერტიფიცირებულიც …იცოდით ამ პროდუქტის შესახებ?#30დღიანიგამოწვევა, დღე #7#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Monday, December 7, 2015
დღე #8 – ქართული ჩიპსი Frixx
ქართული ჩიფსი FRIXXრა მაგარია იცი?#30დღიანიგამოწვევა, დღე #7#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Tuesday, December 8, 2015
დღე #9 – ჩვენებური
ბრენდი „ჩვენებური“ იცით?მათი პროდუქცია გაგისინჯავთ?ჰოდა, ის დროა გასინჯოთ!უგემრიელესია!#30დღიანიგამოწვევა, დღე #9#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Wednesday, December 9, 2015
დღე #10 – ბებოს ლავაში
ბებოს ლავაში გაგისინჯავთ?რუხი ლავაში?#30დღიანიგამოწვევა, დღე #10#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Thursday, December 10, 2015
დღე #11 – საირმე
ქართული ბრენდი საირმე!სახელის ისტორია იცით?#30დღიანიგამოწვევა, დღე #11#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Friday, December 11, 2015
დღე #12 – ქართული ყავა ჩერი
გაიცანით ყავის ქართული ბრენდი – ჩერი!და ისიამოვნეთ …#30დღიანიგამოწვევა, დღე #12#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Saturday, December 12, 2015
დღე #13 – Delicato (აჭარული ხაჭაპური)
#30დღიანიგამოწვევა, დღე #13ოფისში ლანჩ მენიუს მოწოდება გნებავთ?ქეითერინგული მომსახურებაზე რას იტყვით?თუ დახურული წინა…
Posted by მოძრაობა kar.ge on Sunday, December 13, 2015
დღე #14 – MYVIDEO TV BOX
MYVIDEO TV BOX -ით სარგებლობთ?როგორია თქვენი გამოცდილება?[დღეს „კუჭი“ დამარცხდა და ადგილი ტექნიკას დაუთმო]#30დღიანიგამოწვევა, დღე #14#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Monday, December 14, 2015
დღე #15 – მარილიანი პოპკორნი Frixx
ახალი აღმოჩენა – FRIXX-ის მარილიანი პოპკორნი!უკვე მოასწარით დაგემოვნება?#30დღიანიგამოწვევა, დღე #15#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Tuesday, December 15, 2015
დღე #16 – წყალტუბოს სიროფი
ვააა, ეს რა აღმოვაჩინეეეე … #30დღიანიგამოწვევა, დღე #16#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Wednesday, December 16, 2015
დღე #17 – თექის ნაძვის ხის სათამაშოები
ბარბარობას გილოცავთ მეგობრებო!გილოცავთ აი ამ ნაღდი ქართული ნაწარმით!აი ეს ნამდვილად უნდა ამშვენებდეს თქვენს ნაძვის ხეს…
Posted by მოძრაობა kar.ge on Thursday, December 17, 2015
დღე #18 – შუშა კიტრი
ხედავთ რა სიცოცხლეა?მოდი ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში აუცილებლად!#30დღიანიგამოწვევა, დღე #17#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Friday, December 18, 2015
დღე #19 – ბადაგი
ეს იცით რა არის?მოდი ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში აუცილებლად!#30დღიანიგამოწვევა, დღე #19#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Saturday, December 19, 2015
დღე #20 – ლიმონათი ხილიანი
ჩემს საახალწლო სუფრაზე ქართული ლიმონათებიდან მხოლოდ ლიმონათი ხილიანი იქნება! როცა უკეთესი გინდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს!#30დღიანიგამოწვევა, დღე #20#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Sunday, December 20, 2015
დღე #21 – ღვინის მარანი მანაველი
ღვინო?გაიცანით ღვინის მარანი მანაველი!#30დღიანიგამოწვევა, დღე #21#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Monday, December 21, 2015
დღე #22 – ქართული სიგარილა “RAMONA”
ქართული ? სიგარა მოგიწევიათ?გინდათ გასინჯოთ?#30დღიანიგამოწვევა, დღე #22#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Tuesday, December 22, 2015
დღე #23 – ნ.ე. არტი, ხის სათამაშოები
აი, რა მაგარი სუვენირებია …ნეარტი – აღმოჩენა, რომელიც 18-20 დეკემბერს ქარვასლაში წარმოჩინდა#30დღიანიგამოწვევა, დღე #23#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Wednesday, December 23, 2015
დღე #24 – Delicato (ქეითერინგი)
Delicato!აქ ყველაფერი გულით კეთდება <3#30დღიანიგამოწვევა, დღე #24#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Thursday, December 24, 2015
დღე #25 – კარაქი „ნაგემი“
კარაქი „ნაგემი“ გაგისინჯავთ?#30დღიანიგამოწვევა, დღე #25#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Friday, December 25, 2015
დღე #26 – ექსტრა
ჰა … გამოტყდით …რამდენმა იცოდით, რომ ასეთი რამ საქართველოში იწარმოება???#30დღიანიგამოწვევა, დღე #26#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Saturday, December 26, 2015
დღე #27 – ალაზნის ველი, KTW
თქვენ რომელ ღვინოს უფრო ეძალებით?ქვევრის თუ ბოთლის?კონკრეტულად რომელს?#30დღიანიგამოწვევა, დღე #27#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Sunday, December 27, 2015
დღე #28 – კაკალი ტკბილი ქვეყანასგან
ასე იცის …ერთხელ გასინჯავ და ვეღარ მოიშორებ მის სურვილს …#30დღიანიგამოწვევა, დღე #28#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Monday, December 28, 2015
დღე #29 – სერველადი მითანასგან
როგორი კალათაა, ჰა?ძეხვეული გიყვარს?#30დღიანიგამოწვევა, დღე #29#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Tuesday, December 29, 2015
დღე #30 – ხილიანი, ჩიფსი, პოპკორნი, ჩაი – და ქველმოქმედება
დღეს 30 დღიანი გამოწვევის ბოლო დღეა.გაინტერესებთ რა იქნება შემდეგ?#30დღიანიგამოწვევა, დღე #30#kargeმოძრაობა – იყიდე ქართული & kar.ge!
Posted by მოძრაობა kar.ge on Wednesday, December 30, 2015
რამოდენიმე დასკვნა
1. უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხადო იმ ადამიანების მიმართ, ვინც თუნდაც ერთხელ, ერთ რომელიმე დღეს „გააკეთა გასაკეთებელი“ და ჩვენს გვერდით დადგა. განსაკუთრებული მადლობა კი მათ, ვინც ბოლომდე გამოგვყვა და არცერთი დღე არ „ჩაუგდია“. თითოეულ თქვენგანს გაფასებთ და თანამოაზრეებად მიმაჩნიხართ. ჩვენ ისეთ საქმეს ვეჭიდებით, მარტო ვერავინ გააკეთებს, ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც თუნდაც ძლიერი ორგანიზაცია. მჯერა რომ მხოლოდ ძალების გაერთიანებით და „სწორი“ მიმართულებით წარმართვით გავაკეთებთ დიდ ქართულ საქმეს. და ჩვენ მას ნამდვილად გავაკეთებთ … ნაბიჯ-ნაბიჯ …
2. ეს იყო უდიდესი გამოცდილება პირადად ჩემთვის. ყოველ დღე მინიმუმ 2 ახალი პროდუქტის აღმოჩენას ვაკეთებდიისეთის, რომელიც მანამდე არც კი გამოგო თუ გამოდიოდა. მადლიერი ვარ ყოველი იმ მონაწილისა, რომელთა მეშვეობით მე ეს აღმოჩენები გავაკეთე.
3. გამოწვევის პროცესში ბევრი რამ ვისწავლე და გაუმჯობესების მრავალი შესაძლებლობა ჩავინიშნე. დავინახე თუ როგორ შეიძლება უკეთ დაგეგმო მასშტაბური გამოწვევა, როგორ შეიძლება მეტი მონაწილა ჩართო მასში, სადაა საჭირო მეტი აქტივობა, სად დავაკელით ყურადღება, სად ვივაჟკაცეთ, სადაა მეტი განვითარების პოტენციალი. მივხვდი ისეთ რამეებს, რასაც მხოლოდ კეთების პროცესში თუ მიხვდები ადამიანი. ყველაფერ ამას მომავალი გამოწვევების გაკეთებისას გავითვალისწინებთ.
ოღონდაც …
ჯერ არ ვასრულებ …
კიდევ მაქვს სათქმელი, რომელსაც მოგვიანებით ვიტყვი …
ცოტა დრო გვჭირდება, რომ 2016 წლის სტრატეგია განვსაზღვროთ და …