მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > 12 მილიარდი ლარის ინვესტიცია 2015 წელს. ინვესტორი? საქართველოს მოსახლეობა!!!

12 მილიარდი ლარის ინვესტიცია 2015 წელს. ინვესტორი? საქართველოს მოსახლეობა!!!

ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ნახირი, რომელსაც საითაც გადენი, იქით წაასხამ. არადა ამ დროს მომხმარებელი დღეს არის „მეფე“. მოდით ციფრებში, ყალბი რიტორიკისგან თავისუფალ ციფრებში და რიცხვებში დაგანახებთ რა ძალა საქართველოს მოსახლეობის ხელში.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტი განძია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თუ რა თქმა უნდა ციფრებთან მეგობრობ. აი ეს ნახეთ, შინამეურნეობების ხარჯები. მეტად შთამბეჭდავი რიცხვია.

expenditures

დასკვნა:

საქართველოში წლიდან წლამდე საოჯახო მეურნეობების მიერ დახარჯული თანხები იზრდება და 2015 წელს ერთ შინამეურნეობაზე [იგივე ოჯახზე] საშუალოდ 1004,7 ლარს მიაღწია. გამოდის, რომ 2015 წლის განმავლობაში დეკლარირებული ხარჯი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გასწია არის 12 მილიარდ ლარზე მეტი … და ეს მხოლოდ დეკლარირებული ხარჯია.

ეს იცით რას ნიშნავს?

  1. თითოეული თქვენგანი არის ინვესტორი ყოველდღიურად და დღეში რამოდენიმეჯერ!!! თქვენს ხელში არის უდიდესი ძალა – 12 მილიარდი ლარი [დეკლარირებული], რომელსაც თქვენი სურვილისამებრ ყოველწლიურად ხარჯავთ;
  2. თქვენ ხართ რეალური ინვესტორები და თქვენ რეალურად ავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას ხარჯავთ რა საკვებიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული მრავალი მიმართულებით. და რაშიც დახარჯავთ, იმ სფეროს განავითარებთ;
  3. წარმოიდგინეთ რამოდენა შესაძლებლობაა ამ 12 მილიარდიდან, რომლიც უდიდესი ნაწილი იმპორტულ პროდუქციაში იხარჯება, 1 მილიარდი მაინც რომ გადავამისამართოთ ქართული პროდუქციის შესყიდვაში. დათვლილი გვაქვს, ეს მოიტანს ორნიშნა ეკონომიკური ზრდას.

დახარჯავ ქართულ ნაწარმში? განავითარებ ქართულ ბიზნესს, დაასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, ორივენი კი გადასახადს გადაიხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

იგრძენით ძალა, რომელიც თქვენს ხელთაა!!!

დახარჯეთ მხოლოდ ხარისხიან ქართულ ნაწარმში!!!

 

PS

საქართველოს მოსახლეობა არის ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში, მთელი 12 მილიარდი ლარით წელიწადში! ჩვენ კი ინვესტორადაც არ გვთვლიან, რაც როგორც მინიმუმ ქართველი ხალხის დაუფასებლობაა. ამაზე კიდევ ცალკე დავწერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"