ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მოძრაობა KAR.GE-მ ჩირკოლადის 5 სახეობის ნიმუშები ლონდონში გააგზავნა

უნდა გაგახაროთ …

გუშინწინ, ხარება დღეს ქართული ნაწარმის ნიმუშების მორიგი პარტია გავგზავნეთ ლონდონის მიმართულებით …
ამჯერად ჩირკოლადის 5 სახეობა: ხურმის, ქლიავის, ქიშმიშის, გარგარის  და ფინიკის.
როგორც კი დაგემოვნება შედგება, შეგატყობინებთ შედეგებს …

შპს ტკბილეული ბაღდათში საკუთარ გადამამუშავებელ საწარმოში ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი ნატურალური ხილისა და იტალიური შოკოლადის მეშვეობით ჩირკოლადს – შოკოლადში ამოვლებულ ჩირს აწარმოებს.

ჩირკოლადი ქართული ბრენდია. სახელი ჩირკოლადი შოკოლადზე და ჩირზე ბევრი ფიქრების შედეგად “დაიბადა”. ჩირკოლადი იდეალურად აერთიანებს ჩირის და შოკოლადის იდეებს, კერძოდ კი შოკოლადში ამოვლებული ჩირის იდეას. და როგორც ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე, დაბადებისთანავე ბრენდი პოპულარული გახდა.

საამაყოა რომ ჩირკოლადის პროდუქცია თავისი ხარისხობრივი მახასიათებლებით გაცილებით აღემატება ანალოგიურ იმპორტულ პროდუქციას და ფასიც კი ნაკლები ადევს. კილოგრამის ფასი ჩირკოლადის პროდუქციაზე 15-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა უარესი ხარისხის იმპორტულ შოკოლადში ამოვლებულ ჩირებზე ფასი 30 ლარიდან იწყება.

სად იყიდოთ ეს გემრიელობა?
აი მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაციაც:
დადიანის 12, ბაღდათი, საქართველო
+ 995 595 284 224
arwividze@inbox.ru, arwividze751@gmail.com

შედეგებს შეგატყობინებთ …

ჯერჯერობით ნიმუშები გავაგზავნეთ მხოლოდ. ლონდონისკენ რეალური ექსპორტის განხორციელებამდე წინ კიდევ დიდი შრომაა …