ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #14 – ჩვენი ფერმერის უგემრიელესი მოცარელა ნიკორას სუპერმარკეტიდან

მოცარელა გაგისინჯავთ?

ერთადერთი მოცარელა, რომელიც მე ვიცი, რომ საქართველოში იწარმოება დღეს გავსინჯე …

მე არ ვიცი როგორი გემო აქვს ორიგინალურ მოცარელას, მაგრამ ჩვენი ფერმერის მოცარელა არის ძალიან გემრიელი!

ნიკორას სუპერმარკეტი კი, ქსელი, რომელშიც 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია უდაოდ იმ ლიდერთა შორისაა, რომელშიც უამრავი დასახელების საქართველოში წარმოებული ნაწარმი იყიდება. მათ შორის ჩვენი ფერმერის მოცარელაც, რომელიც 5 ლარი ღირს.

ეწვიეთ, იყიდეთ და გასინჯეთ. შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!