ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ცეზარ ჩოჩელი

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო? თუ მე ვერ გავიგე რამე?

ბნ. ცეზარ ჩოჩელი-ს საინტერესო ინტერვიუს წავაწყდი დღეს. ამ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცირე, საშუალო და დიდი წარმოებების განვითარებას. რა თქმა უნდა ვეთანხმები. წარმოებები რა თქმა უნდა საჭიროა, ყველა ზომის მაგრამ … მაგრამ …

მაგრამ დღეს ახალი პროდუქტის – ცივი ჩაი ბაიხოს საყიდლად სავაჭრო ობიექტში შევედი. ეტიკეტს დავხედე და … მიმეყინა ზედ ხელი … უკრაინაშია ნაწარმოები თავიდან ბოლომდე და მერეა იმპორტირებული საქართველოში … ზედაზენის მიერ … ბნ. ცეზარ ჩოჩელის ბიზნესის მიერ. …

ამიტომ დიდი ბოდიში, მაგრამ შეკითხვა მაქვს ბნ. ცეზართან:

თქვენ ერთის მხრივ ამბობთ, რომ საქართველოშია წარმოებაა გასავითარებელი და ამ დროს თქვენი კომპანია ზედაზენი ქართული დასახელების პროდუქტს უკრაინაში აწარმოებს მერე შემოაქვს საქართველოში. ეს როგორ გავიგო?