ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სტუმრად რადიო „ჯაკო“-ში

სტუმრად რადიო „ჯაკო“-ში

დიდი მადლობა ქ-ნ ნინო მუმლაძეს და რადიო „ჯაკო“-ს შემოქმედებით გუნდს ქართული საქმის გვერდში დგომისათვის. მეტად საინტერესოდ ვისაუბრეთ ქართულ ტრადიციაზე, ქართულ სუფრაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართულ სუფრაზე მოხვდეს მეტი ქართული პროდუქტი. ეს სასიამოვნო ეთერი 21დეკემბერს შედგა. დღეს კი 3 იანვარს ჩანაწერი გავიდა ეთერში.

ვიტყვი მხოლოდ ერთს: საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებმა ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში და საერთოდ, ნებისმიერ დღეს წესად უნდა დანერგონ, რომ საკუთარ სუფრაზე მხოლოდ ქართული პროდუქტი დაალაგონ. სწორედ ეს არის კონკრეტული საქმე, სწორედ ეს არის ქართული საქმის კეთება. სწორედ ეს არის რეალური ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში.