ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სასწაული

სასწაული: როგორ უნდა იცხოვროს 6 სულიანმა ოჯახმა თვეში 381,4 ლარად?

შეკითხვა ცხადია რიტორიკულია, მაგრამ ციფრები ზუსტია …

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის გაახლებული მონაცემებით შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში არის 161,9 ლარი, საშუალო მომხმარებლის კი 143.4 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 271,6 ლარი. აქ სხვა იმდენი ციფრია, რომ ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს, თუმცა მე მხოლოდ რამოდენიმე ძირითადს მოგიყვანთ …

ერთ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში – 143,4 ლარი

ორ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში – 229,4 ლარი

სამ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში – 258,1 ლარი

ოთხ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში – 286,8 ლარი

ხუთ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში – 322,6 ლარი

6+ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2015 წლის მაისში – 381,4 ლარი

დააკვირდით ხომ? ხვდებით ხომ რას ნიშნავს ცოცხალი სასწაული? ე.ი. 6 სულიანი ოჯახის არსებობისათვის 381,4 ლარი. ალბათ მაგიტომ ჰქვია საარსებო მინიმუმი, რომ არსებობაზეა გათვლილი, გადარჩენაზე … თორემ ცხოვრებას ვიღა ჩივის…

ეს არის ჩვენი რეალობა, მოცემულობა, რა თქმა უნდა გარკვეული ცდომილებით, სადაც ნათლად ჩანს ჩვენი განვითარების „სიმაღლეები“. ამის შეცვლა თავისით არ მოხდება. უკვე 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით ვართ მინუსში [საგარეო ვაჭრობის მონაცემებით] 2015 წლის პირველი 5 თვის მონაცემით. ისეთი პირი უჩანს 2015-ში კიდევ ერთ რეკორდს მოვხსნით ქვეყნიდან გადინებული დოვლათის მოცულობით, რაც თითოეულ ჩვენგანს აკლდება.

რა შეცვლის ამას?

აქ ერთადერთი გზაა … ქართული წარმოების პროდუქციის ყიდვა უნდა გახადო ცხოვრების წესად! ქართულის ყიდვისას ავითარებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოში მაცხოვრებელ დასაქმებულს, ავითარებ ქართულ სახელმწიფოს.

როგორ შევცვლით?

ზუსტად ისე, როგორც გულანთებულ ახალგაზრდებს ხელით, ნიჩბით, ურიკით, ვედრით და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაჰქონდათ ტალახი სტიქიის ზონიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ უნდა ყოველდღიურად დღეში რამოდენიმეჯერ უნდა ვიყიდოთ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქცია. მეტიც, ეს უნდა გავაკეთოთ ღიად და სხვის დასანახად. კიდევ უფრო მეტი, სხვებსაც მოვუწოდოთ რომ იგივე აკეთონ.