ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მარწყვი

სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი სენაკის რაიონის სოფ. ნოსირიდან

გგონიათ ქართული მარწყვის ჭამა მარტო სეზონზე შეიძლება? ეს ადრე იყო, „ბნელ დროში“, როცა მარწყვის სათბურები იშვიათობა იყო. ამ სტერეოტიპის დანგრევაში კი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ – „დკ-ქოლგა“-საც შეაქვს თავისი წვლილი.

„დკ-ქოლგა“ -ს დღევანდელი წევრები 2011 წლიდან ჩაბმული არიან სოფლის მეურნეობაში, 2013 წლიდან კი მარწყვი მოჰყავთ 300 მ2 საკუთარ სასათბურე მეურნეობაში. 2014 წლიდან ორგანიზაცია ოფიციალურად კოოპერატივია და მასში 5 გამრჯე წევრია გაერთიანებული: დავით კუჭუხიძე – კოოპერატივის თავმჯდომარე, დარეჯან კოკაია, ლამზირა ბარკალაია, იამზე წოწონავა და რამაზი კუჭუხიძე. წელს ENPARD-ის დახმარებით 2500 მ2 ფართობზე 2 ცალი სასათბურე მეურნეობის მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიის სარწყავ-საწამლი და გათბობის სისტემით, სავენტილაციო დანადგარებით და 100 მ3 მოცულობის სამაცივრე საწყობით, 20,000 ძირი „სან ანდრესის“ ჯიშის მარწყვის გასაშენებლად. კოოპერატივი პროდუქტის ტრანსპორტირებას საკუთარი მიკროავტობუსით ახდენს. რეალიზაციის პრობლემა ამ ეტაპზე არ უდგათ, 2-3 ადგილას აბარებენ თავის პროდუქციას [არა თბილისში ოღონდ]. „დკ-ქოლგა“-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ აქ.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება …

„სან-ანდრეასის“ ჯიშის მარწყვს ჰქონია საოცარი თვისება – იგი წლის ნებისმიერ დროს მუდმივად იძლევა მოსავალს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მოუვლი მოსავალი მუდმივად გექნება და ისღა დაგრჩენია ბაზარზე იზრუნო. სწორედ იმიტომ, რომ დღეს პროდუქტი პრაქტიკულად სრულიად ეყიდება კოოპერატივს და ბაზარი არ უჭირს. თუმცა აი 2500 მ2 ფართის სათბური როცა ექნებათ, მაშინ კი ბაზარის საკითხი გაცილებით უფრო სერიოზულად დადგება. ფაქტია, რომ მარწყვზე მომუშავე კოოპერატივებს დიდი მომავალი აქვთ. მთავარია მოხდეს მასშტაბის ზრდა, ხარჯების შემცირება, რაც ავტომატურად მომგებიანობაზე აისახება. მაგრამ კიდევ უფრო მთავარია გიყვარდეს ეს საქმე, თორემ უბრალოდ არაფერი გამოვა.

კარგია საექსპორტოდ წარმოება, მაგრამ მგონია, რომ ქართული პროდუქტი პირველ რიგში ქართულ ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს და ამაში თითოეულ ჩვენგანს თავისი როლი აქვს. ქართული წარმოების ამ მარწყვში დახარჯული ყოველი თეთრი საქართველოში რჩება, ამ ქვეყნის მოქალაქეს ასაქმებს, კოოპერატივს აძლიერებს და სახელმწიფოს აძლიერებს. ამიტომ თუ თქვენი სარეალიზაციო ობიექტი გაქვთ და მარწყვის რეალიზაცია გინდათ, ან მარწყვის შეძენა თქვენთვის გინდათ დაუკავშირდით კოოპერატივის თავმჯდომარეს ბნ. დავით კუჭუხიძეს – 591 401 826. გემრიელი მარწყვით მომარაგება „არ აგცდებათ“ 🙂