ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“სანტეს” სამარხვო მაიონეზი

ქართულია & kar.ge-ა!

შ.პ.ს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” მუდმივად აახლებს ასორტიმენტს, დღესდღეობით მას 100-მდე დასახელების პროდუქცია აქვს. მის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტებში შედის: რძე, არაჟანი, იოგურტი, კეფირი, ხაჭო, ხაჭოს დესერტი, მაწონი, კარაქი, მდნარი ყველი, მაიონეზი.

მაიონეზი კულინარიაში ფართოდ გავრცელებული  პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. დღეს “სანტეს” სამარხვო მაიონეზი დავაგემოვნე. იგი სხვა ბრენდის სამარხვო მაიონეზისგან ფერით და გემოთი გამოირჩევა. “სანტეს” სამარხვო მაიონეზი არის ქათქათა თეთრი ფერის და აქვს მკვეთრი, გამოკვეთილი გემო. მაიონეზის შემადგენლობაში შედის: მცენარეული ზეთი, სოიოს ცილა, ძმარი, ნატრიუმის ბიკარბონატი, მარილიკალიუმის სორბიტი, მოდიფიცირებული სახამებელი, სტაბილიზატორი, მდოგვის არომატი, ზეთი, შაქარი, წყალი. ალბათ ეს შემადგენლობა ხდის მას ასეთ არომატულს და გემრიელს. მარხვის პერიოდში განსაკუთრებულად გამოგვადგება გემრიელი სალათების მოსამზადებლად. ის საკმაოდ ნოყიერია. ენერგეტიკული ღირებულება  513 კალორიაა. შეფუთვაზე აწერია, რომ არ შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.  250 გრამიანი შეფუთვა ჰიპერმარკეტ “გუდვილში” 2.05 ლარი ღირს.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.