ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სამარცხვინოა: საქართველოს მთავრობა 1,024,000 ლარის 73,200 კგ რუსულ თაფლს იყიდის!!!

უღრმესი მადლობა ფერმერს, ქალბატონ ელისო ღვინიაშვილს ამ თემის წამოწევისათვის. სატენდეტო დოკუმენტაციის გადამოწმება თითოეულ თქვენგანს სტუმრის სტატუსითაც შეუძლია https://tenders.procurement.gov.ge/login.php -ზე კოდით CON180000093.

ეს არის სამარცხვინო ფაქტი!

მთავრობისთვის სამარცხვინო ფაქტი პირველ რიგში!

საქართველოს მთავრობა 2019 წლის განმავლობაში 1,024,800 ლარი ღირებულების 73,200 კგ რუსულ თაფლს კილოს 14 ლარად იყიდის. ეს მაშინ, როცა მეფუტკრეობის დარგი რეალურად ცუდ დღეშია და ათობით ტონა თაფლი ჩაწოლილია ადგილობრივი მეთაფლეების კასრებში.

2019 წლის განმავლობაში ამ თაფლს იყიდის 5 ორგანიზაცია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა.

კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა 2018 წლის 12 დეკემბერს, წინადადებების მიღება დასრულდა 2019 წლის 3 იანვარს. ერთმა პრედენტენტმა 2 შეთავაზება გააკეთა – 14,8 ლარი და 14 ლარი. 24 იანვარს გამართული სხდომის მიხედვით მიმწოდებელს 10 დღის ვადა აქვს, რომ ნიმუშის მოთხოვნილ სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასკვნა წარმოადგინოს, რის შემდეგაც ალბათ ხელშეკრულებასაც გაუფორმებენ.

ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციაში არსებულმა ამ სამმა პუნქტმა:

  1. “მიმწოდებელს 2017 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება”;
  2. “თაფლი უნდა იყოს ნატურალური, კონსისტენცია ერთგვაროვანი, არადამახასიათებელი გემოს გარეშე. კონსერვანტების, ემულგატორების და სხვა ქიმიური ნივთიერებების გარეშე, ბლანტი სტრუქტურით”;
  3. დოკუმენტაციის მიხედვით მიმწოდებელს უნდა შეეძლოს 73,200 კგ თაფლის მიწოდება 1 წლის მანძილზე;

მრჩება შემდეგი შთაბეჭდილება:

… გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია და კიდევ მრავალი წელი არ იქნება შესაძლებელი ერთ მეფუტკრეს ჰქონდეს 73,200 კგ ერთგვაროვანი კონსისტენციის თაფლის მიწოდების შესაძლებლობა (ყველაზე მსხვილ მეფუტრეობაშიც კი საქართველოში წელიწადში 25,000 კგ-მდეა წარმადობა და ისიც სხვადასხვა სახეობის თაფლისა ჯამურად) …

… ასევე გამომდინარე იქედან, რომ თაფლის ვერცერთ მიმწოდებელს ვერ ექნება 400,000 ლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდების გამოცდილება საქართველოში … (თუმცა ეს თეორიულად შესაძლებელია, თუ სადისტრიბუციო კომპანია ჩადგება „შუაში“)

ვრწმუნდები, რომ ეს ტენდერი სპეციალურადაა ისე შეკინძული, რომ ადგილობრივმა მეფუტკრეებმა ვერ მიიღონ მასში მონაწილეობა!

გამოსავალი?