ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პირველი ზარი

რა ხდება მთაწმინდის პარკში 13 სექტემბერს?

14 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება …

ავწიოთ ხელი რამდენ ოჯახში გვყავს ბავშვი, რომელიც ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადება?

ჩემს ოჯახში ასეთი ორია …

ჰოდა მთაწმინდის პარკმა მაგარი დრის მოწყობა გადაწყვიტა 13 სექტემბერს, კვირას. მთაწმინდის პარკი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გეპატიჟებით მაშტაბურ ღონისძიებაზე „პირველი ზარი”!

ამ დღეს, პარკის მთავარ მოედანზე განთავსებული სცენა დაიტვირთება სხვა და სხვა გასართობი სანახაობებით. სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად ჩაერთონ აქტივობებში. გაიმართება კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები და გათამაშებები. მოკლედ, უნდა გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე!
დეტალური ინფორმაცია და გაახლებები მიიღეთ ღონისძიების Facebook გვერდზე.