ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საქველმოქმედო მასტერკლასი

გრანდიოზული საქველმოქმედო მასტერკლასი, 5 მარტი 12:00, კლუბი ტრიუმფი

მოძრაობა KAR.GE-ს იდეის ირგვლივ ბევრი მისაუბრია საჯაროდ. პირველი იყო დაილოცა ქართული 2013 წლის დეკემბერში, მეორე – როგორ გავაკეთოთ ქართული საქმე 2015 წლის იანვარში, მრავალი ღია ლექცია, სემინარი და სატელევიზიო პირდაპირი ეთერი, მაგრამ ამჯერად მკვეთრად განსხვავებულ გამოსვლას გპირდებით ღონისძიებაზე, რომელიც საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.

2016 წლის 5 მარტს, კლუბ Triumph-ში, საქველმოქმედო საზოგადოება “მადლობა”-ს ორგანიზებით საქველმოქმედო მასტერკლასი ჩატარდება დევიზით – “განვითარდი და განავითარე სხვაც.” ღონისძიებაზე შემოსული თანხით ფინანსური პრობლემების გამო ორი სტატუსშეჩერებული სტუდენტი დაფინანსდება. ასევე წახალისდებიან აქტიური ახალგაზრდები რეგიონებიდან.

რატომ უნდა შევიცვალოთ? შეგვიძლია კი შევიცვალოთ? რას მოგვიტანს ეს ცვლილება? – ეს ის სამი მთავარი შეკითხვაა, რომელთა ირგვლივაც პრაქტიული მაგალითებით ვისაუბრებ. ჩემთან ერთად კი 4 ძალიან მაგარი გამომსვლელი თავიანთ ხედვას შემოგთავაზებთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების ირგვლივ. ღონისძიების წარდგენა მაესტროს ეთერში ასე შედგა.

ეს მასტერკლასი თქვენთვისაა. რატომ უნდა დაესწროთ?

  1. სპიკერები და მათი თემები. ღონისძიებას 5 სპიკერი ჰყავს, რომლებიც ძალიან საინტერესოდ წარმოგიდგენენ თქვენთვის საჭირო თემებს [დეტალურად ნახეთ აქ];
  1. ცოდნა, რომელსაც ადგილზე შეიძენთ და რომელიც აუცილებლად შეგიცვლის ხედვას. პირადად მე სწორედ ამას გპირდებით;
  1. საქველმოქმედო მიზანი. თქვენი მონაწილეობით გარდა იმისა რომ თქვენი იძენთ ცოდნას, სხვასაც ეხმარებით;

ბილეთის ყიდვა კი აქ შეგიძლიათ. სიმარტივისათვის შეგიძლიათ დაურეკოთ ორგანიზატორებს და ტელეფონით შეუკვეთოთ ბილეთები – 558 605 827.